პაულო აუტორი: "ტორპედოსთან" მაგარი ბრძოლა გველის, მაგრამ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი

AutoSharing Option
ხვალ, ქუთაისის "ტორპედო" ბულგარეთში ევროპა ლიგის პლეი-ოფის განმეორებით მატჩში "ლუდოგორეცს" შეხვდება. მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე ბულგარული გუნდის ბრაზილიელმა მწვრთნელმა პაულო აუტორიმ მომავალ თამაშზე მოკლედ ისაუბრა.

"ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ისე, მაგარი ბრძოლა გველის. კარგია, რომ საქართველოში 1:0 მოვიგეთ, თუმცა გადაწყვეტილი არაფერია. "ტორპედო" რევანშის აღებას შეეცდება და მობილიზებულნი უნდა ვიყოთ.

ჩემი ფეხბურთელები სრულ მზადყოფნაში არიან. თბილისში თავი დაღლილობამ იჩინა, ახლა სხვაგვარი სიტუაციაა. კარგი ვარჯიშები ჩავატარეთ. ძალები აღვიდგინეთ".

 

alt "ტორპედო" "ლუდოგორეცს" ვერ მოერია - მეტოქე სამშობლოში გამარჯვებული ბრუნდება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
ისემც შენი ტოლერანტი ...
დავით 67
02:53 31-08-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული