საქართველო-ყაზახეთის მატჩამდე დოკუმენტური ფილმის, "ქართული ფეხბურთის" ჩვენება გაიმართა

AutoSharing Option
დღეს, 6 სექტემბერს, საქართველოს ნაკრები ყაზახეთის ნაკრებს უპირისპირდება. ამავდროულად, ასტანაში გოგი თორაძის დოკუმენტური ფილმის, " ჩვენი ფეხბურთის" საჯარო ჩვენება გაიმართა.

საჯარო ჩვენება სასტუმრო "პარკ ინში"  ყაზახეთის და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციების ორგანიზებით მოეწყო, ჩვენებას მხარს უჭერდნენ ყაზახეთისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციები.

პრეზენტაციაზე სიტყვით გოგი თორაძე, თენგიზ პაჭკორია, ალექსანდრე ჩივაძე, ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლები და ვეტერანი ფეხბურთელები გამოვიდნენ.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, საქართველოს განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილეები შალვა გოგოლაძე და მუხრან შამათავა, ყაზახეთში საქართველოს
საელჩოსა და ქართული დიასპორის წევრები.

აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული ფილმი აღიარებულ იქნა 2013 წლის მილანის სპორტული ფილმების საერთაშორისო ფესტივალისა და ტაშკენტის საერთაშორისო ფესტივალის, "სპორტი კინოსა და ტელევიზიაში" საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად. ფილმი 30-წუთიანია და მასში ქართული ფეხბურთის საუკუნოვანი ისტორიაა ასახული.

altყაზახეთი VS საქართველო - ისტორიული მნიშვნელობის მატჩი!

მკითხველის კომენტარები / 1 /
უყურეთ ბიჭებო ამ ფილმს, ბევრჯერ უყურეთ და გააგრძელეთ ისტორია, გადაწერეთ ისტორია, თქვენ ეს შეგიძლიათ, ირწმუნეთ საკუთარი თავის და თქვენ მიანიჭებთ აი იმ სიყვრულის ოკეანეს, რასაც ბ-ნი კახი ბრძანებს, ქართველ ხალხს, იმ ხალხს, რომელიც ამას უთუოდ იმსახურებს, ირწმუნეთ და შეასრულეთ თქვენი მისია!!! ღმერთი იყოს თქვენი მფარველი ამ რთულ გზაზე!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული