სფფ-ს ფეხბურთის მასობრიობის ზრდაში შეტანილი წვლილისთვის უეფას-გან ვერცხლის ჯილდო გადაეცა

AutoSharing Option
ფეხბურთისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის და მასში ჩართული ადამიანების რიცხვის ზრდის მიმართულებით განსაკუთრებული დამსახურებისთვის უეფამ მის წევრ ქვეყნებს შორის საქართველო გამოარჩია და ვერცხლის ჯილდო გადასცა.

მოყვარულთა ლიგა - სწორედ ამ პროექტმა მოიპოვა საუკეთესო მეორე ადგილი და კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის მხრიდან.

ვერცხლის ჯილდო, რომელიც საქართველოს წელს პირველად, სწორედ მასობრივი ფეხბურთის კვირეულის ფარგლებში გადაეცემა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან UEFA-ს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ ფეხბურთის მასობრიობის ზრდაა.

"საქართველოს ფეხბურთის ფედერ აციამ წელს პირველად მიიღო ვერცხლის ჯილდო
მასობრივი ფეხბურთის განვითარებისათვის საუკეთესო პროექტის კონცეფციისთვის. როგორც მოგეხსენებათ, დღევანდელ რეალობაში ფეხბურთში ჩართული ადამიანების რიცხვის ზრდა არის აღმოსავლეთ ევროპის მთავარი გამოწვევა. შესაბამისად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის სწორედ ეს მიმართულება განსაკუთრებით პრიორიტეტულია. არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ საფეხბურთო პირამიდის საყრდენი სწორედ მასობრივი ფეხბურთია და სწორედ ამ საფეხურიდან უნდა დავიწყოთ განვითარება. უეფას ჯილდო დასტურია იმისა, რომ პროექტი, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა, ნამდვილად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფეხბურთის განვითარებაში",- აღნიშნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა ჯღარკავამ.

პროექტი "მოყვარულთა ლიგა", რომელმაც აღიარება დაიმსახურა, საქართველოში 2016 წლიდან ტარდება და მისი მიზანი ფეხბურთში რაც შეიძლება მეტი მოყვარულის ჩართვა და ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.

ამ დროისთვის მოყვარულთა ლიგაში მთელი ქვეყნის, ყველა მუნიციპალიტეტის მასშტაბით 400 გუნდი თამაშობს, რაც ნიშნავს, რომ რეგულარულად 11*11-ზე ფორმატის ფეხბურთს 8000- ზე მეტი მოყვარული მოთამაშე ჰყავს.

უეფას მასობრივი ფეხბურთის ჯილდოს შესახებ
აღნიშნული ჯილდო 2010 წლიდან ყოველწლიურად გადაეცემათ ეროვნულ ასოციაციებსა თუ ფედერაციებს სხვადასხვა კატეგორიაში, მათ შორის - საუკეთესო ლიდერი, საუკეთესო კლუბი და საუკეთესო პროექტი.

ჯილდო მასობრივი ფეხბურთის მიმართულებით განსაკუთრებული დამსახურებისათვის გადაეცემათ საუკეთესოებს, რადგან უეფას მიაჩნია, რომ ფეხბურთის მასობრიობა არის გადამწყვეტი სფეროს განვითარებისა და წარმატებისთვის.

საუკეთესო პროექტის ჯილდო მიზნად ისახავს, გამოარჩიოს ინიციატივები, რომლებიც წარმოადგენს ინოვაციას, აქვს სოციალური დატვირთვა და ემსახურება ფეხბურთში ადამიანების ჩართულობის ზრდას და შენარჩუნებას და მხარს უჭერენ კამპანია "UEFA RESPECT" პრინციპებს.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
მუშაობს ეს ხალხი ვერ იტყვი არაო მარა ინფრასტრუქტურას უნდა მიაქციონ დიდი ყურადღება მაგის გარეშე არაფერი გამოვა
მიქა
13:00 26-09-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული