თბილისის "დინამოს" 12-წლამდელთა გუნდმა ატეიტის თასზე მეორე ადგილი დაიკავა

AutoSharing Option
გუშინ ვილნიუსში ატეიტის თასის ფინალი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს თბილისის "დინამო"  და "დინამო კიევი" შეხვდნენ.

დაძაბული შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და კიეველთა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.

საბოლოოდ, კახა გოგოლაძის გუნდმა ატეიტის თასზე მონაწილე 36 გუნდში მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედლები მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ პატარა "დინამოელებმა" ფინალამდე ინგლისური "ბათი" 1:0 დაამარცხეს, ლატვიურ "ალბერთს" 2:1 მოუგეს, 1:0 აჯობეს ფინურ "ჰიკს" და უგოლოდ დაუზავდნენ ლატვიურ "დინამოს". ნახევარფინალში თბილისელებმა ნორვეგიული "ოსლო" 3:0 დაჯაბნეს. ტურნირის საუკეთესო ნახევარმცველად ორგანიზატორებმა "დინამოელი" მიხეილ საჯაია დაასახელეს.

დინამო თბილისი 0:2 დინამო
კიევი

დინამო თბილისი: საური, ქელდიშვილი, გრიგალავა, ბენდიანიშვილი, პატარკაციშვილი, ფეიქრიშვილი, შაშიაშვილი, ბუბუტეიშვილი, ვარსიმაშვილი, თურქია, ნაჭყებია

შეცვლაზე შევიდნენ: ხელაშვილი, საჯაია, ბერელიძე, მამასახლისი

alt"ღმერთო, დაუჯერებელია" - "დინამოს" 12 წლის ფეხბურთელის ფინტი ჩაკვეტაძის სტილში [VIDEO]

altU12. თბილისის "დინამო" ატეიტის ტურნირის ფინალშია

მომზადებულია Fcdinamo.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგიაა. დინამოს გაუმარჯოს. უკვე აშკარად წარმატებებს იძლევა ეს აკადემია. ნაკრებშიც გამოჩნდა. ისე ამ კიევტან ყველა ასაკში როგორ გვიჭირს მოგება
გურამი
15:40 22-10-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული