დაძაბული შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და კიეველთა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.
საბოლოოდ, კახა გოგოლაძის გუნდმა ატეიტის თასზე მონაწილე 36 გუნდში მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედლები მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ პატარა "დინამოელებმა" ფინალამდე ინგლისური "ბათი" 1:0 დაამარცხეს, ლატვიურ "ალბერთს" 2:1 მოუგეს, 1:0 აჯობეს ფინურ "ჰიკს" და უგოლოდ დაუზავდნენ ლატვიურ "დინამოს". ნახევარფინალში თბილისელებმა ნორვეგიული "ოსლო" 3:0 დაჯაბნეს. ტურნირის საუკეთესო ნახევარმცველად ორგანიზატორებმა "დინამოელი" მიხეილ საჯაია დაასახელეს.
დინამო თბილისი 0:2 დინამო
დინამო თბილისი: საური, ქელდიშვილი, გრიგალავა, ბენდიანიშვილი, პატარკაციშვილი, ფეიქრიშვილი, შაშიაშვილი, ბუბუტეიშვილი, ვარსიმაშვილი, თურქია, ნაჭყებია
შეცვლაზე შევიდნენ: ხელაშვილი, საჯაია, ბერელიძე, მამასახლისი
"ღმერთო, დაუჯერებელია" - "დინამოს" 12 წლის ფეხბურთელის ფინტი ჩაკვეტაძის სტილში [VIDEO]
U12. თბილისის "დინამო" ატეიტის ტურნირის ფინალშია
მომზადებულია Fcdinamo.ge-ს მიხედვით