ფუტსალი: საქართველოს ნაკრებმა ლატვიის ტურნირი მოიგო

AutoSharing Option
ნაკრებმა ლატვიის საერთაშორისო ტურნირზე მეორე შეხვედრაც დამაჯერებლად მოიგო და ტურნირის გამარჯვებული გახდა. ამჯერად ჩვენი გუნდის მეტოქე მასპინძელი ლატვია იყო. შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების სრული უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით 5:2 დასრულდა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ჰეთ-ტრიკი რონინიომ შეასრულა, თითო გოლი კი, ფუმასამ და ირაკლი თოდუამ გაიტანეს.

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ასათიანის გუნდმა ტურნირის პირველი შეხვედრა მოლდოვას ნაკრების წინააღდეგ ასევე დიდი ანგარიშით - 6:2 მოიგო.

ლატვია 2:5 საქართველო
საქართველო: ბუკია, რონინიო, თალესი, ფუმასა, სიმი საიოტი
სათადარიგო შემადგენლობა: კუპატაძე, ჯამბურია, ჭანუყვაძე, კაკაბაძე, თოფურია, ქურდაძე, თოდუა,
ჯვარაშვილი, სებისკვერაძე, კურტანიძე

მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

გოლები: 0:1 რონინიო (1), 1:1 ბაკლანოვსი (8), 1:2 რონინიო (9), 1:3 რონინიო (13), 1:4 თოდუა (16), 2:4 სენსი (30), 2:5 ფუმასა (38)

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ლატვიის საერთაშორისო ტურნირზე მსოფლიოს 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების პროცესში იმყოფებოდა. მუნდიალის შესარჩევი რაუნდის წილისყრა მიმდინარე წლის 12 დეკემბერს გაიმართება, უშუალოდ შეხვედრები კი, 2019 წლის იანვარ-თებერვალში.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები ბიჭებოო
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული