ვენა, სევილია, თბილისი - სად ჩატარდება ევროპა ლიგა 2021-ის ფინალი?

AutoSharing Option
უეფამ 2021 წლის უეფას ტურნირების ფინალების მასპინძლობის კონკურსი გამოაცხადა.

ევროპული ფეხბურთის მართვის ორგანიზაციამ ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის, ევროპის სუპერთასის და ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალების ჩასატარებელი ადგილები უნდა შეარჩიოს.

ევროპა ლიგის ფინალის მასპინძლობის პრეტენდენტთა შორის სამი ქვეყანაა: ავსტრია (ვენა), ესპანეთი (სევილია) და საქართველო (თბილისი).

ჩვენი მხრიდან ფინალის ჩატარების შესაძლო ადგილი "დინამო არენაა".

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის ფინალს, ამ მატჩის ჩასატარებლად რუსეთი (სანკტ-პეტერბურგი) და გერმანია (მიუნხენი) იბრძვიან.

სუპერთასის ფინალის მასპინძლად ბელორუსს (მინსკი), ფინეთს (ჰელსინკი), ჩრდილოეთ ირლანდიასა (ბელფასტი) და უკრაინას (ხარკოვი) შორის შეარჩევენ.

ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობისთვის კი ჩეხეთი (პრაღა) და შვედეთი (გოტენბურგი) იბრძვის.

საბოლოო გადაწყვეტილება 2019 წლის მაისში ან ივნისში იქნება მიღებული.

2015 წელს "დინამო არენამ" "ბარსელონას" და "სევილიას" ევროპის სუპერთასის ფინალს უმასპინძლა, სადაც კატალონიურმა კლუბმა 5:4 გაიმარჯვა.

მომზადებულია UEFA-ს ოფიციალური გვერდის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული