U19. ფუტსალი: ევრო 2019-ის მეინ-რაუნდში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

AutoSharing Option
1-ელ ნოემბერს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ფუტსალში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპისა და მეინ-რაუნდის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ასპარეზობას მეინ-რაუნდიდან დაიწყებს და მეხუთე ჯგუფში თურქეთის, უნგრეთისა და ესპანეთის 19-წლამდელთა ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეხუთე ჯგუფის მატჩებს 26-31 მარტს თბილისი უმასპინძლებს.

19 წლამდე მოთამაშეებს შორის ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი ისტორიაში პირველად 2019 წლის 8-14 სექტემბერს ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართება. კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე რვა ნაკრები იასპარეზებს. მომავალი წლის შემოდგომაზე მასპინძელ ლატვიას მეინ-რაუნდში გამარჯვებული შვიდი გუნდი შეუერთდება.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული