ბათუმის Uefa-ს სტანდარტების სტადიონის მშენებლობა დასკვნით ეტაპზე გადავიდა

AutoSharing Option
ბათუმის საფეხბურთო მოედნის მშენებლობა დასკვნით ეტაპზე გადავიდა.

ამჟამად მიმდინარეობს ლითონის კონსტრუქციების მონტაჟი და სტადიონის გადახურვის სამუშაოები. პარალელურ რეჟიმში ხორციელდება ტიხრების, ტრიბუნების, საკომუნიკაციო ქსელების მოწყობა და ფასადის მოპირკეთების სამუშაოები.

სტადიონი UEFA-ს მე-4 კატეგორიის სტანდარტებით შენდება და ის 20 ათას მაყურებელზე იქნება გათვლილი.

Sportall.Ge

Sportall.Ge


მომზადებულია სამშენებლო კომპანია "ანაგის" ოფიციალური Facebook-გვერდის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 12 /
ბათუმელებს და მთლიანად საქართველოს ვულოცავ მართლაც დიდებული სტადიონის მშენებლობას! მეც გარკვეულწილად გული მწყდება, რომ ტრიბუნები მხოლოდ 20 000 მაყურებელზეა გათვლილი.მაგრამ არა უშავს, დასაწყისისთვის ესეც კარგია. ვფიქრობ, რომ შემდეგისთვის აუცილებლად საჭირო გახდება ტრიბუნების დამატება, რაც პატარა სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად ადვილი მისაღწევია.
ბათუმის "დინამოს"კი ვუსურვებ ახალ სტადიონზე თავისი ფანების გახარებას და საქართველოს 2019 წლის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას!
თბილისელი გულშემატკივარი
04:04 21-01-2019
0
როგორც იქნა!!! კარგია რო შენდება, ცოტა გული დამწყდა , 20000-ზე მეტი ტევადობა რო არ ექნება... /
Vasili
10:56 11-12-2018
0

სიახლეები პოპულარული