შეჯიბრის მეორე დღეს თბილისელებმა ბელორუსის "ნემანი" 3:0 დაამარცხა (დუბლი ჯადული იობაშვილმა შეასრულა, ერთი გოლიც საბა გეგიაძის ანგარიშზეა), ხოლო ლიეტუვის ნაციონალურ საფეხბურთო აკადემიასთან ფრედ 0:0 ითამაშა და ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.
პირველ დღეს ვასილ გეგუჩაძის შეგირდებმა ლატვიური "დაუგავპილსი" 1:0 დაამარცხეს, ესტონურ "კალევს" კი 3:1 აჯობეს. ნახევარფინალში თბილისელები A ჯგუფის გამარჯვებულ "ბატეს" შეხვდნენ, რომელმაც ჯგუფის გადამწყვეტ მატჩში ინლისური "მიდლსბრო" 5:0 დაჯაბნა.
ნახევარფინალის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე მიილია, სათამაშო უპირატესობას კი ქართველი ფეხბურთელები ფლობდნენ. მეორე ტაიმში
ამრიგად "დინამომ" ფინალური შეხვედრის საგზური მოიპოვა. გადამწყვეტ პაექრობას ვასილ გეგუჩაძის შეგრიდები ირლანდიური "ჩერი ორჩარის" წინააღმდეგ გამართავენ.
ფინალი დღეს, 4 ნოემბერს თბილისის დროით 14:20 დაიწყება.
თბილისის "დინამოს" 14-წლამდელთა გუნდი ატეიტის თასზე გაემგზავრა
მომზადებულია Fcdinamo.ge-ის მიხედვით.