თბილისის "დინამოს" 14-წლამდელთა გუნდმა ატეიტის თასი მოიგო

AutoSharing Option
დინამო "თბილისის" 14-წლამდელთა გუნდმა ვილნიუსში მიმდინარე ტურნირი - ატეიტის თასი გამარჯვებით დაასრულა.

ვასილ გეგუჩაძის გუნდმა ფინალში დუბლინის "ჩერი ორჩარდი" საბა გეგიაძის და ჯადული იობაშვილის გოლებით 2:0 დაამარცხა.

ფინალის შემდეგ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელზეც ორგანიზატორებმა თბილისელი ფეხბურთელებიც გამოარჩიეს. საუკეთესო ნახევარმცველის ტიტული დავით შიოლაშვილმა მოიპოვა, ხოლო ტურნირის საუკეთესო მეკარე ლუკა ჯოჯუა გახდა.

დინამოელებმა ფინალამდე ლატვიური "დაუგავპილსი" 1:0 დაამარცხეს, "ესტონურ კალევს" 3:1 აჯობეს, ბელორუსის "ნემანი" 3:0 დაჯაბნეს, ხოლო ლიეტუვის ნაციონალურ საფეხბურთო აკადემიასთან ფრედ, 0:0 ითამაშეს.

ნახევარფინალში ჩვენი გუნდი A ჯგუფის გამარჯვებულ ბელორუსის
"ბატეს" შეხვდა, რომელმაც ჯგუფის გადამწყვეტ მატჩში ინგლისური "მიდლსბრო" 5:0 დაამარცხა. "ლურჯ-თეთრებმა" "ბატეს" ორი უპასუხო გოლით მოუგეს და ფინალში გავიდნენ.

altთბილისის "დინამოს" 14-წლამდელთა გუნდი ატეიტის თასის ფინალშია

altთბილისის "დინამოს" 14-წლამდელთა გუნდი ატეიტის თასზე გაემგზავრა


მომზადებულია Fcdinamo.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული