საქართველოს დავით ყიფიანის თასის 1/2 ფინალში "გაგრასთან" დამარცხების (0:1) შემდეგ განცხადება "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ გააკეთა.
"დინამოს" ბოლოდროინდელი ასპარეზობა და შედეგები, როგორც გულშემატკივრებს, ასევე მეც მიჩენს კითხვებს.
ახლო მომავალში მიღებული იქნება შესაბამისი დასკვნები. ჩემპიონატში კი ბოლომდე ვიბრძოლებთ პირველობისთვის".
მინუსები: 2011 წლის ბრწყინვალე დინამო რატომ დაშალა? 2012 წლიდან ყოველ 6 თვეში ერთხელ ფიფია ყიდის წამყვან ფეხბურთელებს და ყოველი 6 თვის მერე დინამო უფრო სუსტია ვიდრე იყო 6 თვის წინ და ხდება აზერები, ყაზახებიის, სლოვაკების და სხვა მაჩანჩალების მსხვერპლი. დინამოს ადრეც ბევრჯერ შეურცხვენია ქართული ფეხბურთი, მაგრამ ზედიზედ 6 წელი არასდროს.
გავიდა 7 წელი და დღემდე არ ვიცით რატომ დაშალა 2011 წლის მაგარი გუნდი და 2012 წლიდან კი დინამო გახდა ფიფიას ქარვასლა?
სამწუხაროდ საქართველოს ჩემპიონატი დამოკიდებულია დინამოზე, ყველა ქართული გუნდის მთავარი მიზანია დაამარცხოს დინამო შესაბამისად დინამო თუ იქნება ძლიერი სხვა გუნდებიც ეცდებიან დინამოს დასამარცხებლად გაძლიერდნენ. ბოლო ორი წელია საქართველოს ჩემპიონატი არის ჩემი აზრით დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დაბალ დონეზე, იმიტომ რომ ასეთი მაჩანჩალა ფიფიას ქარვასლა აქამდე არასდროს ყოფილა.
არის უმადურობა და ჩასაფრებული კაცის პოზიცია. ნახეთ მისნაირი კაცი ქართულ ფეხბურთში მეორე და შეიძლება, ვიღაცამ თავისი ბოღმა გადმოანთხიოს და რაღაც მანქანებით გაამართლობს თავისი ქმედება.