"საბჭოთა კავშირის 2018 წლის გუნდი" - საბა კვირკველია ყოფილი საბჭოთა ქვეყნების სიმბოლურ გუნდს აქვეყნებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი საბა კვირკველია საკუთარ Instagram-გვერდზე 11-კაციან გუნდს აქვეყნებს, სადაც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ფეხბურთელები პოზიციების მიხედვით არიან განლაგებულები.

მათ შორის არის თავად საბაც. ფოტოზე თითოეულ მოთამაშეს სავარაუდო სატრანსფერო ფასიც აქვს მითითებული, რომელიც Transfermarkt.de-ს მონაცემებითაა შედგენილი.

ფოტო სოციალურ ქსელში ქართველმა ფეხბურთელმა დადო და მას მიაწერა: "საბჭოთა კავშირის ნაკრები 2018".

გუნდში ერთი ქართველი, ერთი სომეხი, ხუთი რუსი და ოთხი უკრაინელი ფეხბურთელია.

"სიმბოლური გუნდი" ასე გამოიყურება:

მეკარე: იგორ აკინფეევი (რუსეთი)

მცველები: იაროსლავ რაკიტსკი (უკრაინა), საბა კვირკველია (საქართველო), მარიო ფერნანდესი (რუსეთი),
გეორგი შენინკოვი (რუსეთი).

ნახევარმცველები: ოლექსანდრ ზინჩენკო (უკრაინა), ალექსანდ გოლოვინი (რუსეთი), ჰენრიხ მხითარიანი (სომხეთი), ევგენი კონოპლიანკა (უკრაინა), ანდრეი იარმოლენკო (უკრაინა).

თავდამსხმელი: ფიოდორ სმოლოვი (რუსეთი).

მკითხველის კომენტარები / 1 /
საბა შენთან პატივისცემით, მარა სუსტი ნაკრებია.
Geo_Dinamo
03:03 09-12-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული