Radiosei: ჩაკვეტაძის შეძენა "ლაციოს" სურს - მისი ფასი 13 მილიონამდე გაიზარდა

AutoSharing Option
იტალიის რადიო მაუწყებელი იუწყება, რომ "ლაციოს" ალბანელი სპორტული დირექტორი იგლი ტარე ისევ ბელგიურ სატრანსფერო ბაზარზე აპირებს გასვლას და მისი ახალი სამიზნე "გენტის" 19 წლის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძეა.

"ლაციოსთვის" ბელგიური სატრანსფერო ბაზარი ისევ საინტერესოა. ბელგიური ლიგიდან გადაიყვანა ლუკაკუ, მარუშიჩი, მილინკოვიჩ-სავიჩი. დღეს კი "კორიერე დელო სპორტი" იუწყება, რომ რომაული კლუბი "გენტის" შემტევი სტილის პლეიმეიკერით გიორგი ჩაკვეტაძით დაინტერესდა. მან ერთა ლიგაზე 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ბელგიური კლუბი გიორგისთან 2020 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივებას ცდილობს, რადგან მისი სამსახურით "ბარსელონა",
"დორტმუნდი" და "ტოტენჰემი" არიან დაინტერესებულნი.

უკანასკნელ ხანს ამ ფეხბურთელის საბაზრო ფასი 13 მილიონ ევრომდე გაიზარდა", - აღნიშნავს Radiosei.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ჩაკვეტაძე რეალის ფანია და წაიყვანოს რეალმა, ბარსას სულ არ ჭირდება ჩაკვეტაძე. ვიცი არ გაუშვებთ.
ნონა
23 ნოემბერი 2018 22:43
0
მე მხოლოდ ბაიერნისათვის მემეტება, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ძირითად გუნდში დააყენებენ! თუ არა იყოს გენტში, იქ არ დააინვალიდებენ მაინც!
aburjga
23 ნოემბერი 2018 14:45
1
ლაციო და რომა მოაშორეთ ჯერ ხო ნელია სერია ა. და მერე ფეხებს დაამტვრევენ უხეშობაა საშინელი ტოტებჰრმი ყველაზე კარგი ვარიანტი
გუგა
23 ნოემბერი 2018 13:43
1
იგლი ტარეს აღმოსავლეთ ევროპიდან კარგი ტალანტების აღმოჩენა ეხერხება, ლაციოს დაინტერესება გასაკვირი არაა
გულშემატკივარი
23 ნოემბერი 2018 13:05
0
ჩაკვეტაძე ვერ ჩაჯდება იტალიური ფეხბურთის სისტემაში და დაიღუპება.მისთვის ზედგამოჭრილია ინგლისის ან გერმანიის საფეხბურთო სტილი.
status quo
23 ნოემბერი 2018 11:49
1
ალბანელთან საქმის დაჭერას არავის ვურჩევ,ფულზე ყველაფერს გაყიდიან..,ვისაც ქონია ურთიერთობა ალბანელებთან დამეთანხმებიან...რა კარგი ალბანელიც არ უნდა იყოს გაკრავს აფთრობის და მტაცებლის ზნე მაინც...
??
23 ნოემბერი 2018 11:40
0
Iyos sadac ari. Zalian pataraa jer. Lacio da ruseti ar gvinda
Zezva
23 ნოემბერი 2018 11:26
0
ყველაზე არასასურველი ვარიანტია ლაციოში გადასვლა. ეგ ალბანელი იგლი ტარე იქნება რო დაასამარებს ამ ბიჭს 2020 წლამდე... გამგები გაიგებს ...
sormona
23 ნოემბერი 2018 10:08
3
საიდან ამდენი ინფორმაცია? არც ერთ სერიოზულ სპორტულ გამოცემას არაფერი არ დაუწერია. არც BBC , gazeta dela sport, bild,kicker,franse footbol.
ფიფა
23 ნოემბერი 2018 08:18
2
რა ჩაკვე ჩაკვე ... რა ქნა ეგეთი ,ეხლა ლანძღვაგინებას ნუ დამიწყებთ ისე ვთქვი თვალი რო არ ეცეს
ჭაღარა
23 ნოემბერი 2018 02:10
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული