საქართველოს ფუტსალის ნაკრები უნგრეთის წინააღმდეგ ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადებას განაგრძობს.

ავთანდილ ასათიანის გუნდი 4-5 დეკემბერს უნგრეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მიმდინარე წლის ბოლო ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

მატჩები ახალ სპორტის სასახლეში 19:30 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

ამხანაგურ შეხვედრებამდე, 3 დეკემბერს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ახალ სპორტის სასახლეში ღია ვარჯიში გამართა. საწვრთნელი პროცესი ერთ საათს გაგრძელდა. ამ ეტაპზე შეკრებაზე მყოფი 16 მოთამაშე ჯანმრთელადაა და მომავალი მატჩებისთვის სრული დატვირთვით ემზადება.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (ტატიშვილი),
ალექსანდრე ჯამბურია (თელასი)

მცველები
: შოთა თოფურია (თელასი), გიორგი ქურდაძე (ტატიშვილი), შოთა ჭანუყვაძე (დინამო, სოხუმი), მურთაზ კაკაბაძე (ვალეტა, მალტა), თალესი (ეკონომაცი, სერბეთი)

თავდამსხმელები: ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ), სიმი საიოტი (კპრს, რუსეთი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ტატიშვილი), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაში, ბელარუსი), ირაკლი თოდუა (ლიდსელმაში, ბელარუსი), რონინიო (პროდექსიმი, უკრაინა), ფუმასა (პროდექსიმი, უკრაინა), გია ნიყვაშვილი (ვალეტა, მალტა)

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
Live argvaq ??
დიმა
16:09 04-12-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული