ხაშურში სტადიონის მშენებლობა იწყება

AutoSharing Option
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ხაშურში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტადიონის მშენებლობას იწყებს.

პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 6.2 მილიონი ლარია.

პროექტის დეტალები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შენგელიამ და ხაშურის მერმა, გიორგი გურასპაშვილი ადგილზე განიხილეს.

სამუშაოს ფარგლებში ტერიტორიაზე განთავსდება ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი სპორტული განათებით და სარწყავი სისტემით.

ასევე, მოეწყობა ტრიბუნები და ღია ავტოსადგომი, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება დამხმარე შენობა-ნაგებობები.

პროექტი, ასევე ითვალისწინებს საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობას. პროექტის განხორციელება ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის
დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

მომზადებულია mdf.org.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 11 /
ხელოვნურ საფარს სარწყავი სისტემა მაგრად სჭირდება ხომ?
Grisha
17:53 19-12-2018
2
ბაზარი არაა ააშენეთ ხაშურშიც მაგრამ ჯერ ხომ არ ჯობდა საფეხბურთო ქალაქებისთვის მიგეხედათ. ტორპედოს სტადიონი რას გავს დაგეხარჯათ მანდ ცოტა ფული რომ ნორმალური სტადიონი იყოს. ლანჩხუთი სამტრედია, კოლხეთი, საბურთალო... რამდენ გუნდს არ აქვს ნორმალური სტადიონი და ხაშური მოიცდიდა ჯერ. არ ეწყინოთ ხაშურელებს უბრალოდ ხაშური არ არის საფეხბურთო ქალაქი
gulshematkivari
20:15 19-12-2018
14

სიახლეები პოპულარული