უკრაინულმა საიტმა "დილას" თავდამსხმელი კოვტალიუკი 11 საუკეთესო ლეგიონერს შორის დაასახელა

AutoSharing Option
footboom-მა უკრაინის 2018 წლის 11 საუკეთესო ლეგიონერს შორის გორის "დილას" თავდამსხმელი მიკოლა კოვტალიუკი შეიყვანა.

"დილა". 2018 წლის სეზონი: 32 მატჩში 21 გოლი.

მიღწევა: საქართველოს ჩემპიონატზე ბომბარდირებს შორის მესამე ადგილი

"მისმა გოლებმა "დილას" ჩემპიონატზე არაერთი ქულა მოუპოვა. უკრაინელის დამსახურებაცაა, რომ გუნდი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სამეულში მოსახვედრად იბრძოდა და საბოლოოდ ხუთეულში მოხვდა.

სწორედ 23 წლის ფორვარდის გოლებმა გადაწყვიტა მატჩების ბედი გორელთა სასარგებლოდ. მან ჩემპიონატზე 21 გოლი გაიტანა, ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზე გავიდა და საუკეთესო ბომბარდირებს მხოლოდ 1 გოლით ჩამორჩა",-  წერს საიტი.

საუკეთესო
თერთმეტეულში აგრეთვე დაასახელეს:
რუსლან მალინოვსკი (გენკი)
რომან იარემჩუკი (გენტი)
ანდრეი ზინჩენკო (მანჩესტერ სიტი)
ევგენი სელეზნიოვი (აკჰისარი)
ადერინსოლა ესეოლა (კაირატი)
ვლადიმირ ბაენკო (რიგა)
ევგენი მაკარენკო (ანდერლეხტი)
რომან დებელკო (ლევადია)
რომან ზოზულია (ალბასეტე)
ვასილი კრავეცი (ლუგო)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული