ზამთრის თასზე სათამაშოდ თბილისს ნუნუ გომეში ეწვევა - კიდევ რომელ ვარსკლავებს უნდა ველოდოთ ლეგენდების ტურნირზე?

AutoSharing Option
დარბაზის ფეხბურთის სამდღიან, საახალწლო ფესტივალს, 13 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ლეგენდების ტურნირი დაასრულებს. წელს, პირველად, ზამთრის თასში ფიფას გუნდი მონაწილეობს - მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის გუნდი თბილისში უეფას, ესპანეთის, უკრაინის, თურქეთისა და საქართველოს გუნდებთან ერთად, ზამთრის თასის მოსაპოვებლად იბრძოლებს.

გუნდები 2 სამგუნდიან ჯგუფში შემდეგნაირად გადანაწილდნენ:

ა ჯგუფი - საქართველო, ფიფა, თურქეთი

ბ ჯგუფი - უეფა, ესპანეთი, უკრაინა

მატჩებზე დასწრება უფასოა და ამასთან, მაყურებელი, სპეციალურად მოწყობილ ზონაში, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდებთან სამახსოვრო ფოტოს გადაღებას შეძლებს.

ცნობილია, რომ ერთ-ერთი ლეგენდა, რომელიც თბილისს ეწვევა,
პორტუგალიელი ნუნუ გომეშია, დღეს საღამოს კიდევ ერთი ვარსკლავის შესახებ გახდება ცნობილი.

Sportall.Ge

alt11 იანვარს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ზამთრის თასი აიღებს სტარტს
მომზადებულია GFF.GE-ის მიხედვით.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
მშვენიერია ^
BIANKONERI
13:53 06-01-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული