თბილისში ზამთრის თასზე ლა ლიგის, პრემიერლიგის და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული იასპარეზებს

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის "ფეისბუქის" ინფორმაციით, თბილისში ზამთრის თასზე სათამაშოდ ლა ლიგის, პრემიერლიგის და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ოლიმპიური ჩემპიონი, კამერუნელი ჯერემი ნჯიტაპი ჩამოვა.

სფფ-მ გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში კონკურსი შესთავაზა, სადაც ის ცნობილი ფეხბურთელი უნდა გამოეცნოთ, რომელიც 2019 წლის ზამთრის თასზე ითამაშებს.

კონკურსი დასრულდა, ხოლო სწორი პასუხი ჯერემი ნჯიტაპი აღმოჩნდა.

ზამთრის თასზე მის გარდა მარკო მატერაცი და ნუნუ გომეში მიიღებენ მონაწილეობას.

მკითხველის კომენტარები / 1 /
eg materacize daceret da romelia martali?
რობი
13:32 08-01-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული