იუშკა - მსაჯი, რომელმაც უკადრებელი იკადრა და "ზარიასთან" ნამატჩევს თბილისიდან ძლივს გააპარეს, თავს იმართლებს

AutoSharing Option
ქართველ გულშემატკივარს გველის ნაკბენივით ახსოვს ლიტველი რომუალდას იუშკას 1977 წელს თბილისში "დინამოსა" და "ზარიას" მატჩში მიკერძოებული მსაჯობა. "დინამო" სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იყო. მაშინ ყველაფერი კეთდებოდა იმისათვის, რათა ჩვენი გუნდი ჩემპიონი არ გამხდარიყო. ამ შეხვედრაშიც არბიტრმა უკადრებელი იკადრა:

გაგანია ზაფხული იყო, სტადიონი როგორც ყოველთვის პირთამდე გაივსო და მაყურებელი აღშფოთებული იყო მსაჯობით. დაიწყო სკანდირება:"სუდია პედარ...". საერთოდ, "დინამოზე" მაყურებელთა ზეწოლის გამო არაობიექტურად მსაჯობა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, ამ არბიტრმა კი წნეხს გაუძლო.

მან "ვერ შენიშნა" ვოროვშილოვგრადელთა (მაშინ ლუგანსკს ვოროვშილოვგრადი ერქვა) უხეშობა, ორჯერ ხელით
თამაშისთვის არ დანიშნა მათ კარში პენალტი, არ დადო მათ კარში თერთმეტმეტრიანი შეხვედრის დასასრულს ჩვენი თავდამსხმელის მოცელვისათვის, რადგან საფინალო სასტვენი 2 წუთით ადრე მისცა. ამ დროს მოედანზე ერთი ახალგაზრდა გადახტა, რომელსაც მილიციელებმა ცემა დაუწყეს. ვეღარ მოითმინა ხალხმა, მოედანზე გადავიდა, მილიციელები მაგრად გალახეს, ხოლო იუშკა სტადიონიდან და თბილისიდან ძლივს გააპარეს.

მას შემდეგ 42 წელი გავიდა და 77 წელს მოყრილმა იუშკამ უკრაინული football.ua-სთვის მიცემულ ინტერვიუში ის შეხვედრაც გაიხსენა.

- თქვენს კარიერაში ყველაზე დიდი სკანდალი 1977 წელს მოხდა.
- დიახ, ეს საშინელება იყო. ათასი ვერსია გავრცელდა, მაგრამ მე თქვენ ყველაფერს მოგიყვებით. მატჩის დასასრულს საფინალო სასტვენი მივეცი, ამ დროს კი რევაზ ჩელებაძე საჯარიმოში წაიქცა.

- პირადი ინიციატივით?
- "ზარიას" მცველ ჟურავლიოვთან კონტაქტისას წაიქცა და ყველანი პენალტს ითხოვდნენ. მოედანზე გულშემატკივარი შემოვარდა. მას პოლიციელები თმაში წვდნენ და წააქციეს.

- ამას სხვა ქომაგების რეაქცია მოჰყვა, რომელთაც თქვენთან ანგარიშსწორება გადაწყვიტეს. საქმეში საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე ჩაერია.
- მსაჯთა ბრიგადა გასახდელში გადაგვმალეს. შევარდნაძე ხალხთან ჩავიდა და მეგაფონით დამშვიდებისკენ მოუწოდა. ამანაც არ უშველა.

- დილის 4 საათამდე გაგრძელდა არეულობა.
- მთლად მასე არ იყო. მილიციამ სტადიონიდან გაგვიყვანა და ქუთაისიდან დავტოვეთ საქართველო.

- ეს ამბავი ლეონიდ ბრეჟნევამდე მივიდა?
- დიდი ვნებათაღელვა იყო. ძალიან დამეხმარა ჟურნალისტი ვლადიმირ პერეტურინი. ვიდეოზე ნათლად ჩანდა, რომ საფინალო სასტვენი ჩელებაძის დაცემამდე მივეცი. ქართველები თავისას ამტკიცებდნენ, ვიდეო ისე დაამონტაჟეს, რომ არაფერი არ ჩანდა.

ის შეხვედრა 0:0 დასრულდა, მატჩი არ გადათამაშდა, იუშკას ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.
მკითხველის კომენტარები / 25 /
ახალგაზრდა გულშემატკივრებს მივმართავ.წარმოიდგინეთ რა დღში ვიქნებოდით მაშინ,როცა ამდენი წლის შემდეგაც კი ამდენ ხალხს,ასე დაწვრილებით ახსოვს მაშინდელი მოვლენები.ეს არაკაცი კი ისევ ტყუის და ნამუსს ფიცულობს.წლების შემდეგ მურუსიძე და ჩინჩალაძეც, ასე გამოიკარგკაცებენ ალბათ თავს.
სოსო
10 იანვარი 2019 12:50
1
რა გჭირთ, ყოველ მეორე კომენტარს ბეჭდავთ თუ რა? ბევრი საინტერესო ნიუანსი გავიხსენე. დაბეჭდეეეეეთ
alexandre
10 იანვარი 2019 13:50
0
ძალიან ძნელია რამე ვთქვა თამაშზე, რომლის დროს დაბადებულიც არ ვიყავი, მაგრამ როგორც უფროსებისგან გამიგია, დინამომ ითამაშა ძალიან ცუდად და გულშემატკივრის განრისხების პირველი მიზეზიც ეს იყო. ამ მძიმე ინციდენტის შემდეგ ფეხბურთელები გულშემატკივრებსაც შეხვდნენ და დიდხანს მოუწიათ მათი დაშოშმინება. პირობა დადეს, რომ მომავალ წელს ჩემპიონები გახდებოდნენ, მაგრამ ამ ჩემპიონატში ხომ მხოლოდ პარტიული პრინციპები მოქმედებდა? მესხის, მეტრეველის და კიდევ უფროსი თაობის დინამოელებს არაერთხელ წაართვეს ჩემპიონობა. 64-ში კი ვინც ობიექტურად იმსაჯა, კი მიიღო სამუდამო დისკვალიფიკაცია. ეს კაციც უეჭველად პარტიული ჩინოვნიკი იყო, კონკრეტულ დავალებებს ასრულებდა და მისი ზღაპრებიც სწორედ აქედან გამომდინარეობს
:)))))
20 თებერვალი 2019 19:59
1
რედაქციას- ეს კაცი რა სამუდამოდ დასახლდა ამ საიტზე?
ალეკსანდრე
10 მარტი 2019 20:03
0
მახსოვს ეს მატჩი, 14 წლის ვიყავი, ნათესავმა წამიყვანა. პირველი 6065 წუთი თამაში კი არა კარდებალეტი იყო ბევრი მაყურებელი დინამოელთა ლანძღვიდან უკვე გინებაზც იყო გადასული,ზოგი ეჭვობდა რომ განგებ ითრევენ ფეხსო, შემდეგ კლუბის სათადარიგოთა ზემო ტრიბუნებიდან რამდენიმე გალსტუკიანი ჩამოვიდა, რაღაც უთხრეს იქაურებს და 3წუთში თამაში დაიქოქა.... მარა რად გინდა... ისე მახსოვს ადესის ჩერნომორეცთან რომ 3-0 იგებდა დინამო, მერე უცბად მიატოვეს თამაში და 3-3 გაუფორმეს ადესას...
არტურა
10 იანვარი 2019 13:13
10
არტურ,ოდესასთან იმ თამმაშში პირველი გოლი ვახტანგ ქორიძემ გაგვიტანა საკუთარ კარში.მეკარეს გაუგორა ბურთი,ის კი არ ელოდა და ....შემდეგ პლოსკინამ(არ უნდა ვცდებოდე) გაიტანა სასწაული ბურთი შორი მანძილიდან და გუნდი ანერვიულდა,ჩერნომორეცი კი პირიქით,მაყურებლისაგან გამხნევებული გვეძგერა და გაგვითანბაბრა.თამაშის დამთავრების შემდეგ ქორიძე სტადიონზე დაემხო და თავს ვეღარ იღებდა სიმწრისაგან.ძალიან ჯიგრიანი მოთამაშე იყო ვახტანგ ქორიძე.შენს კომენტარში თითქოს რაღაც ეჭვს ვგრძნობ,მაგრამ არაფერი მაგის მსგავსი იქ არ მომხდარა.
პ.ს.ახლა მახსენდება,ილია რუხაძეს მაგ თამაშში მოსტეხეს მგონი ფეხი და დაცვის ცენტრში მოთამაშე,სხვა ფეხბურთელი აღარც გვყავდა მგონია.(ყველა დამტვრეული იყო).ილია რუხაძე 19 წლისა იყო,დინამოში 3 თამაში ჩაატარა,სამივე ბრწყინვალედ,მოსტეხეს ფეხი და დავკარგეთ.
სოსო
11 იანვარი 2019 12:51
0
ოდესასთან ჩაწყობილი თამაში იყო . კიევის დინამო ჩამოდიოდა თბილისში და ქუთაისში . კიევის დინამო 2 ტურით ადრე ჩემპიონი იყო უკვე , ხოლო ოდესა და ქუთაისი გასავარდნ ზონაში იყვნენ და ქულები გადაათამაშეს - ორივე გუნდი დარჩა უმაღლესში . ეს ნაღდად ასე იყო .
Tedo
13 იანვარი 2019 02:03
1

სიახლეები პოპულარული