ლეგენდების თასი 2019: საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში პენალტების სერიაში ესპანეთთან დამარცხდა

AutoSharing Option
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ზამთრის თასი 2019-ის ფარგლებში მიმდნიარე ლეგენდების გათამაშების ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა.

პირველი ნახევარფინალში ერთმანეთს საქართველოსა და ესპანეთის ვეტერან ფეხბურთელთა გუნდები დაუპირისპირდნენ. დაძაბული შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 6:6 დასრულდა, პენალტები სერია კი, უკეთ ესპანელებმა შეასრულეს და ანგარიშით 5:4 გაიმარჯვეს. ჩვენი გუნდიდან გოლები კახი კალაძემ (3), ალექსანდრე იაშვილმა (2) და ზურაბ ხიზანიშვილმა (12). მატჩი საკმაოდ დრამატული გამოდგა, საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა გუნდი ბოლო წუთამდე იგებდა, თუმცა 24-ე წუთზე კატანიას გატანილი გოლით ესპანელებმა ანგარიში გაათანაბრეს და მატჩის პენალტების სერიაში გადაწყდა.

საქართველო 6:6
ესპანეთი (პენ 4:5)

გოლები: 0:1 ხუან კარლოსი (3), 1:1 კალაძე (5), 2:1 კალაძე (6), 2:2 ამავისკა (7), 2:3 ხუან სანჩესი (8), 3:3 ხიზანიშვილი (12), 4:3 იაშვილი (12), 5:3 იაშვილი (15), 5:4 ამავისკა (18), 6:4 კალაძე (18), 6:5 ამავისკა (22), 6:6 კატანია (24)

მეორე ნახევაფინალურ დაპირისპრიებაში ერთმანეთის წინააღმდეგ თურქი და უკრაინელი ვეტერანები წარსდგნენ. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ - 2:2 დასრულდა, პენალტების სერიაში კი, თურქეთმა მეტოქე ანგარიშით 8:7 დაამარცხა.

უკრაინა 2:2 თურქეთი (პენ 7:8)

გოლები: 0:1 თურანი (3), 0:2 კაბზე (5), 1:2 ბონდარენკო (8), 2:2 მანძიუკი (18)

პლეი-ოფში დაფიქსირებული შედეგებიდან გამომდინარე ზამთრის თასი 2019-ის ლეგენდების გათამაშების ფინალურ შეხვედრაში, რომელიც თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება ერთმანეთს ერთმანეთს ესპანეთისა და თურქეთის გუნდები დაუპირისსპირდებიან.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
ისე რა მაგარი დარბაზია, ვულოცავ ქართველ გულშემატკივრებს.
sdfffff
20:33 13-01-2019
0
mageni buletebs ver asruleben da penalteბსჰი როგორ მოიგებენ?
sdfffff
20:31 13-01-2019
2

სიახლეები პოპულარული