"ყველაფერი იქითკენ მიჰყავთ, რომ ხობის "კოლხეთი" დახურონ" - მეგრული კლუბი ხობის მერიასთან აქციას მართავს

AutoSharing Option
ეროვნულ ლიგა 3-ში მოასპარეზე ხობის "კოლხეთის" ფეხბურთელები, სამწვრთნელო შტაბი და გულშემატკივრები დღეს, 25 იანვარს ქალაქ ხობის მერიასთან შეკრებას აპირებენ.

კლუბი ფინანსურ კრიზისშია და მოთამაშეების მიმართ დავალიანება აქვს.

"ხობელებო, მეგობრებო, ხობის "კოლხეთის" გულშემატკივრებო, დღეს გვჭირდება თქვენი გვერდში დგომა. მოგეხსენებათ, გუნდს მძიმე პერიოდი უდგას. მიუხედავად ფეხბურთელების, მწვრთნელებისა და გულშემატკივრების არაერთი ქმედებისა, გუნდი ამ დრომდე კრიზისში რჩება, ადგილობრივი ხელისუფლებისგან არ იქნა ქმედითი ნაბიჯები გადადგმული გუნდის გადასარჩენად და ყველაფერი იქითკენ მიჰყავთ, რომ ხობში ერთ-ერთი მთავარი და ღირებული საფეხბურთო კლუბი "კოლხეთი" დახურონ.

ჩვენ კიდევ ერთხელ
მოვუწოდებთ ადგილობრივ მთავრობას, დაგვიდგნენ გვერდში და თქვენთან ერთად, დავუბრუნოთ ხობის "კოლხეთს" ძველი ღირსება. აქედან გამომდინარე, თითოეულ გულშემატკივარს გთხოვთ, დღეს, 12 საათზე მობრძანდეთ ქ. ხობის მერიასთან. მხოლოდ ჩვენი ერთად დგომით გადარჩება ხობის "კოლხეთი" - ვკითხულობთ მეგრული კლუბის განცხადებაში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული