კომიტეტმა წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და მატჩის ვიდეო-ჩანაწერის შესწავლის შედეგად, დაადგინა, რომ ხობის "კოლხეთის" ფეხბურთელის, ირაკლი ქობალიას მხრიდან ადგილი ჰქონდა მსაჯის მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფას, რამაც გამოიწვია მატჩის ჩაშლა.
სადისციპლინო კოდექსის 106.4 მუხლის თანახმად, სადისციპლინო და დავების განხილველმა კომიტეტმა გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება:
• ხობის "კოლხეთს" ჩაეთვალოს წაგება, ანგარიშით 0:3
• ხობის "კოლხეთს" დაეკისროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით
სფფ-ის
მომზადებულია სფფ-ის პრესსამსახურის მიხედვით