როგორც ესპანური diarimes.com-ი იუწყება, ესპანელი ნახევარმცველი თბილისის "დინამოში" გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა საბოლოოდ ლა ლიგა 2-ში დარჩენა გადაწყვიტა და კარიერას "ალმერიაში" გააგრძელებს.
"მისი შემდეგი გაჩერება შეიძლებოდა თბილისის "დინამო" ყოფილიყო, სადაც ის ორ ძველ ტარაგონელ ნაცნობს - ჩისკო მუნიოსს და ფრან კარბიას შეხვდებოდა. პირველი თბილისური კლუბის ყოფილი მოთამაშე და ამჟამინდელი სპორტული დირექტორია, მეორემ კი ბოლო 6 წელიწადი "რეუს დეპორტივოში" გაატარა. ბოლო წუთში კი "ალმერიას" ინტერესი გაჩნდა და როჩაც ესპანეთში დარჩა" - წერს
მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარში დავიდ როჩამ ლა ლიგა 2-ში 18 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
თბილისის "დინამო" აღარ ხუმრობს - არგენტინელი თავდამსხმელით გაძლიერდა
თბილისის "დინამომ" ალჟირული წარმოშობის ფრანგი მცველი დაიმატა