თბილისის "დინამო" აღარ ხუმრობს - არგენტინელი თავდამსხმელით გაძლიერდა

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" დღეს უკვე მესამე ფეხბურთელის დამატება იუწყა - გუნდი 27 წლის არგენტინელი თავდამსხმელით ანტონიო როხანოთი გაძლიერდა.

როხანომ საფეხბურთო კარიერა მშობლიურ ლა პლატას "ხიმნასიაში"დაიწყო, შემდეგ არგენტინულ "ვილა სან კარლოსა" და "სპორტივო იტალიანოში" ასპარეზობდა. ორი სეზონი ითამაშა ბოლივიური "რეალ პოტოსის" შემადგენლობაში.

2017/2018 სეზონი შოტლანდიური "ჰამილტონის" ღირსებას იცავდა, ბოლოს კი ესპანურ "ბურგოსში" გამოდიოდა.

ანტონიო როხანომ დინამოსთან ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.


მკითხველის კომენტარები / 10 /
რა კომენტარები იწერება :) აი თქვენ თავებს კითხეთ ხართ ნორმალური ფეხბურთელი უცხოელი თბილისის დინამოში ჩამოხვაკთ რომ ირბინოთ ბოლნისის, სამტრედიის, მარტვილის საჩხერის და გორის და ა.შ არა შეურაწყოფას არავის არ ვაყენებ უვრალოდ ცვენ გულებში ჩავიხეფით და მივხდებბით რომ კაი თავმოყვარე ფეხბუდთელი აქ არ ჩამოვა
Tbiliseli
10:04 24-01-2019
5
27 წლისა, მე-6-ე გუნდს რომ იცვლის ალბათ ,,მაგარია,, :)):)):)):)):)):)):)))
თაზო
09:16 24-01-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული