5 ლეგიონერით - "საბურთალომ" მაკედონიის მესამეადგილოსანთან ფრედ ითამაშა

AutoSharing Option
თურქეთში შეკრებაზე მყოფმა "საბურთალომ" მორიგი საკონტროლო მატჩი გამართა. თბილისური კლუბი ამჯერად მაკედონიის მესამეადგილოსან "პანდევის" აკადემიას გაეჯიბრა. შეხვედრა 1:1 დასრულდა. მატჩის მე-8 წუთზე, გიორგი თევზაძის ფლანგური გარღვევის შემდეგ, შედეგიანი დარტყმა ლაშა შინდაგორიძემ განახორციელა. მალე ჯერ ვაგნერს, შემდეგ გვარაძეს მართებდა ანგარიშის კიდევ უფრო გაზრდა, მაგრამ… ისე მოხდა, რომ პირველ ნახევარში მეტოქემ ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმში თავისიანების დაწინაურება ინტერს გის შეეძლო, მაგრამ ლეგიონერის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. საბოლოოდ, 1:1.
დღესვე, თბილისის დროით 19:00 საათზე "საბურთალო" კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს, რის შემდეგაც პირველ
თურქულ შეკრებას დაასრულებს. დღის მეორე შეხვედრაში მეტოქე ასევე მაკედონიის "რაბოტნიჩკი" იქნება, რომელიც ქვეყნის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე იმყოფება.

"საბურთალო" მოედანზე შემდეგი შემადგენლობით გავიდა: შელიხოვი, მალი, მარგველაშვილი, კაკუბავა, თევზაძე, ტერა, გი, ვაგნერი, გვარაძე, შინდაგორიძე, როლოვიჩი.

ცვლილებაზე შევიდნენ: მეგრელიშვილი, გულიაშვილი, ბ. ხარაიშვილი.

alt"საბურთალომ" ისევ გაიმარჯვა - ამჯერად "ნაპრედაკი" გაანადგურა [VIDEO]


მომზადებულია Fcsaburtalo.ge-ს მიხედვით

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული