"ტორპედომ" თურქულ შეკრებაზე სამივე მატჩი მოიგო

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე "ტორპედომ" მესამე მატჩიც მოიგო - ამჯერად ბელგრადის "რადს" 3:1 სძლია.

დუბლი ბუდუ ზივზივაძემ შეასრულა, 1 გოლი კი გრიგოლ დოლიძემ გაიტანა.

ტორპედო (სასტარტო): ქვილითაია, კობახიძე, ხურცილავა, გეგეჭკორი, სტიეპოვიჩი, გიგაური, ცინცაძე, ქავთარაძე, ქიმაძე, კაპანაძე, ზივზივაძე

(სათადარიგოები): მიქაია, ტაბატაძე, ბურჯანაძე, ნებიერიძე, ჭიჭინაძე, ბოჭორიშვილი, ჩაჩუა, დოლიძე, შარვაშიძე, ლუკა, წიქარიძე

აქამდე "ტორპედომ" "აკადემია პანდევს" და მინსკის "დინამოს" მოუგო, 13 თებერვალს კი ლვოვის "კარპატის" შეხვდება.


მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარია, მიდი მიაწექით ქუთაისელებო და იქნებ შარშანდელი ლუდოგორეცი აღარ დაგემართოდ. წარმატებები
Geo_Dinamo
15:07 10-02-2019
0

სიახლეები პოპულარული