"ვიტ ჯორჯიასა" და "სარაევოს" მატჩი ხელჩართული ჩხუბის გამო ნაადრევად დასრულდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქულ შეკრებაზე მყოფმა ვიტ ჯორჯიამ კიდევ ერთი საკონტროლო შეხვედრა გამართა. ჩვენი გუნდი ამჯერად ბოსნიურ სარაევოს დაუპირისპირდა. თამაში ვადაზე ადრე, ფრედ - 2:2 დასრულდა.

ბოსნიელებმა მატჩი თავიდანვე აგრესიულად დაიწყეს და შეხვედრის მეთექვსმეტე წუთზე უკრაინელი არბიტრი იძულებული შეიქმნა თამაშის წესების უხეში დარღვევის გამო მოედნიდან ჯაჰიჩი გაეძევებინა. მიუხედავად მეტოქის ზღვარს გადასული ქმედებისა, ვიტ ჯორჯიელებმა გამოიჩინეს კეთილი ნება და მეტოქე გუნდს გაძევებული მოთამაშის სხვა ფეხბურთელით ჩანაცვლების საშუალება მისცეს. აქვე უნდა ითქვას, რომ მსაჯს თამაშის სადავეები თავიდანვე გაექცა, რაზეც მოგვიანებით გავამახვილებთ ყურადღებას...

წითელ ბარათს ვიტ
ჯორჯიელთა გოლი უძღვოდა, მეთერთმეტე წუთზე სარაევოს კარში გოლი ზურაბ მუსელიანმა გაიტანა - 1:0. პირველი ნახევარი ასეც დასრულდა.

მეორე ტაიმის სტარტზე მოწინააღმდეგე გუნდმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, 47-ე წუთზე გოლი შიშიჩმა გაიტანა - 1:1. ვიტ ჯორჯიელებმა საკუთარ კარში კიდევ ერთი გოლი 51-ე წუთზე მიიღეს, გატანილი ბურთი პირად აქტივში შოფრანაჩმა მიითვალა - 1:2. ვეტერინარებმა ანგარიშში წონასწორობა 75-ე წუთზე აღადგინეს, პაატა ღუდუშაურმა ფენომენალურად ითამაშა, რამდენიმე ფეხბურთელი მოატყუა, თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავა და პენალტი გოლადაც აქცია - 2:2.

გაშვებული გოლის შემდეგ სარაევოს ფეხბურთელებმა უხეშობას უმატეს, ამას თან დაერთო მსაჯის გულგრილი დამოკიდებულება და ტრიბუნაზე მჯდომი სარაევოს ფეხბურთელების ნაწილის ირონიული და პროვოკაციული შეძახილები და ქმედებები, შედეგად 83-ე წუთზე შეხვედრა ხელჩართულ ორთაბრძოლაში გადაიზარდა, არბიტრმა კი თამაშის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.

საფინალო შედეგი - 2:2 დაფიქსირდა.

ვიტ ჯორჯია 2:2 სარაევო
გოლები: 1:0 მუსელიანი (10') 1:1 შიშიჩი (47') 1:2 შოფრანაჩი (51') 2:2 ღუდუშაური (პენ. 75')

ვიტ ჯორჯია: ქავთარაძე, გაფრინდაშვილი (ლაცაბიძე 65'), გეთიაშვილი (ჩაკვეტაძე 65'), ვაზაგაშვილი (ვასაძე 65'), კურდღელაშვილი (ღუდუშაური 55'), ზარიძე (მოსიაშვილი 55'), მუსელიანი (მუჯირი 65'), კიკნაველიძე (საჯაია 65'), ქისიევი (ჩიტიშვილი 46'), მაისურაძე (კიკნაველიძე 46'), სეხნიაშვილი

სარაევო: ჯაფიჩი, შოფრანაჩი, დუპოვაჩი, შაბანოვიჩი, ბეკიჩი, მუსტაფიჩი, კურდიჩი, ჯაჰიჩი, შიშიჩი, ჰალილოვიჩი, ჰანჯიჩი

შეცვლაზე შევიდნენ: რესიჩი, კაპიჩი, სალჩინი, ჯოკანოვიჩი, კრუზი

witgeorgia.ge

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 7 /
რა ხდება აკი საქარტველო ყველგან უყვართო, კი არ უყვართ უყვარდათ სსრკ-ს დროს.
დათო
08:45 11-02-2019
6
UFC-ში აპირებენ გადასვლას? )))
kote
22:12 10-02-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული