ბათუმში სტადიონის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
Sportall.ge ბათუმს ეწვია, სადაც სტადიონის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით შენდება და ის 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი.

სამუშაოებზე 400 ადამიანია დასაქმებული და ეს რაოდენობა, კომპანიის განცხადებით, 500-მდე გაიზრდება.

სტადიონი არქიტექტურული მემბრანით იქნება გადახურული. მაყურებელთა გადაადგილება დამცავი ბარიერებისა და მიმმართველი გამყოფი ლითონის მოაჯირების საშუალებით მოხდება.

სტადიონს რამდენიმე შესასვლელი ექნება: მედიის, ავტობუსების, სპორტსმენების და VIP. ტერიტორიაზე დაახლოებით 1200 მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა. 

ხელშეკრულების მიხედვით, სტადიონის სამშენებლო სამუშაოები 34 თვეში, 2020 წლის სექტემბერში დასრულდება.

სამშენებლო პროცესი დასკვნით ეტაპზეა. სახურავის
ლითონის კონსტრუქციების მონტაჟი და გადახურვა არქიტექტურული მემბრანით მიმდინარეობს. გარდა ამისა, ხორციელდება ტრიბუნების მოწყობა და შიდა საინჟინრო სამუშაოები.

Sportall.Ge

მარიკო კეკელიძე სპეციალურად Sportall.ge-სთვის

altბათუმის "დინამომ" ახალწვეულები წარადგინა და ქობულეთის "შუქურა" გაანადგურა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
მადლობა ჟურნალისტებს, რომ ასე აქტიურად აშუქებთ ამ ლამაზი და სანატრელი სტადიონის მშენებლობას.
გიზოგ
17:01 13-02-2019
0
როგორც იქნა ეღირსება ბათუმს სტადიონი, თუმცა იმედია რუსეთის დროშის ფერების სკამებით არ "მორთავენ" სტადიონს
ზურა
15:03 13-02-2019
2

სიახლეები პოპულარული