პროფესიული ლიგა, ფეხბურთელების ნატურალიზება, სტადიონები - ლევან კობიაშვილის წინასაარჩევნო პრესკონფერენცია

AutoSharing Option
15 თებერვალს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებია, რეგისტრირებული კი მხოლოდ ერთი კანდიდატია - ლევან კობიაშვილი. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დღეს ჟურნალისტებს შეხვდა და  სამომავლო გეგმებზე და პრობლემებზე ესაუბრა.

- ბევრი კლუბისთვის გაურკვეველია, თუ რატომ აქვს ფედერაციას აკადემია, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი გამოწვევებია ქართულ ფეხბურთში, ეს საჭიროებას წარმოადგენს. ამ წელსაც და მომავალ წელსაც გაგრძელდება ეს პროექტი და სხვადასხვა რაიონებში გაიხსენება აკადემიები.

აი, თუნდაც ავიღოთ რუსთავის აკადემია, რომელსაც ალექსანდრე იაშვილი ხელმძღვანელობს. იქ 150-200 ბავშვი გვყავს და ეს ბავშვები
იქ ცხოვრობენ, იქ ვარჯიშობენ, იქ იღებენ განათლებას და რა თქმა უნდა, უფასოდ. რუსთავს სამი კლუბი ჰყავს, ლაგოდეხს ორი და ზუგდიდსაც ორი.

რაც შეეხება ქალთა ფეხბურთს, არავის არა აქვს უფლება ადამიანს ის აუკრძალოს, რაც მას სიამოვნებს. ამ მხვრივ ბევრი რამ არის გასაკეთებელი და ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ ამისთვის.

სურვილი მაქვს ფედერაციაში საარჩევნო სუბიექტების სია გაიზადოს, თუმცა ამ წლების განმავლობაში, რაც მე პრეზიდენტი ვარ, განცხადება არ შემოსულა. მე ვერ გავზრდი ხელოვნურად სუბიექტების რაოდენობას და არც მსურს ასე მოხდეს.

ჩემი სურვილია დაბრუნდეს პროფესიული ლიგა, რომელიც ჩაატარებს ჩემპიონატს. ეს რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა შევქმნათ ხელოვნურად, ეს უნდა მოხდეს ინდივიდუალურად კლუბების მიერ, ეს უნდა იყოს დამოუკიდებელი ორგანიზაცია. ამ ყველაფერზე კლუბებიდან სურვილი არის, თუმცა რესურსისა და ორგანიზების მხვრივ პრობლემებია.

გვსურს ახლო მომავალში რომელიმე მასშტაბურ ღონისძიებას ვუმასპინძლოთ, მე მჯერა, ასეც იქნება, თუმცა ამაზე ჯერ ვერ ვისაუბრებ. ჩვენ ამავდროულად ვცდილობთ 2021 წელს ევროპა ლიგის ფინალის მასპინძლობის მოპოვებას, კონკურენტები ვენა და სევილიაა.

ძალიან გულდასაწყვეტია, რაც ზუგდიდის სტადიონის გარშემო ხდება, კონკრეტული პიროვნებები თვლიან გარკვეული გადაწყვეტილებები თვითონ მიიღონ და ფედერაციას არ დაეკითხონ, რაც საბოლოოდ ასეთ შედეგს გვაძლევს. აი, ბათუმში პირიქითაა, ფედერაცია ჩართულია აქტიურად და გულს უხარია, რაც ხდება. სურვილი მაქვს უფრო ჩქარი ტემპით განხორციელდეს ინფრასტრუქტურული პროექტები, ყველა ქალაქში და სოფელში უნდა იყოს სტადიონი.

ამ სეზონში ფედერაცია 3 სტადიონზე საფარს შეცვლის - ქუთაისში, რუსთავში და საჩხერეში. ამავდროულად ფედერაცია ყველა კლუბს ასწავლის, თუ როგორ მოუარონ საფარს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მალე გაფუჭდება.

ქუთაისში ჩვენი ინფორმაციით გამგეობა აპირებს, რომ სტადიონს რეკონსტრუქცია ჩაუტარონ და ეს ქალაქი სრულფასოვნად შეძლებს ევროტურნირებს უმასპინძლოს. სამტრედიის გამგეობასთან კი გვიჭირს მათი პასუხისმგებლობა გავაგებინოთ, მე იქ მათი ჩართულობა არ მინახავს, ჩვენ გვჭირდება ადგილობრივი გულშემატკივრის ხმა.

ასაკობრივი ნაკრებების შედეგით არ ვარ კმაყოფილი, თუმცა ეს არ არის მხოლოდ მწვრთნელების ბრალი, ჩვენ კი ჩვენი კუთხით მაქსიმალურად ვაკეთებთ ყველაფერს. ყველა ასაკში ნაკრები შევქმენით, რომლებშიც მწვრთნელების როტაცია ხდება. გვაქვს ელექტრონული სისტემა და ყველა ფეხბურთელი, რომელიც ნაკრებში ერთხელ მაინც იყო, გვაყვს ბაზაში, რის შემდეგადაც ხდება ამ მოთამაშეების ტესტირება.

მთავარ წარმატებად რა თქმა უნდა, ეროვნული ნაკრების ასპარეზობა მიმაჩნია, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობდეს.

რაღაც დონეზე მეც ვარ უკმაყოფილო ეროვნული ლიგის კლუბების მუშაობით, ჩვენ გვჭირდება გულშემატკივრის მაქსიმალური ჩართულობა. სურვილი არის ეროვნულ ლიგაში მეტი ინვესტიციების განხორციელება, მაგრამ ეს ყველაფერი სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. მე ვარ იმის მომხრე, რომ ქართული ფეხბურთი და ზოგადად სპორტის სახეობები ბიუჯეტზე არ იყოს დამოკიდებული.

საქართველოს ნაკრებში ვმუშაობთ ფეხბურთელების ნატურალიზებაზე, გიორგი წიტაიშვილსაც შევხვდით, რადგან გვსურს ჩვენთან ითამაშოს. თუმცა, გვაქვს პრობლემა ფიფასთან, ისინი ფეხბურთელს, რომელსაც სხვა ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები და არ ჰქონია ქვეყნის პასპორტი, მათ არ არეგისტრირებენ - ჯერ კიდევ ვმუშაობთ ამ საკითხზე. იგივე პრობლემაა  ბექა ვაჩიბერაძესთან, ზაურ მახარაძესთან და აკაკი გოგიასთან დაკავშირებით.

altმხოლოდ კობიაშვილი - სფფ-ის 29-ე საარჩევნო ყრილობაში 29 სუბიექტი მიიღებს მონაწილეობას








მკითხველის კომენტარები / 16 /
სამწუხაროდ, ეს მოედნები სანამ გაკეთდება და ახალი აკადემიები სანამ შეიქმნება დრო ხომ მიდის? რა კეთდება იმ რესურსებით რაც ახლა, ამჟამად გვაქვს?ისევ როგორც ყოველთვის არ ხდება აზრთა გაცვლა-გამოცვლა, საპირისიპირო აზრები არ არსებობს, ფედერაცია გავსებულია მაგ ასოციაციების მიერ შეყრილი ხალხით. ხმას არავინ იღებს, მიშვებულია მხოლოდ კობიაშვილის ნებაზე რომ რამე კარგი გაკეთდება, თუ არ მოხდა ჩართვა სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების ის ერთი და ორი კაცი ვერაფერს იზამს. პროფესიული ლიგა მანამდე ვერ შეიქმნება სანამ ჩემპიონატი მომგებიანი არ გახდება! მომგებიანი რომ გახდეს ხალხის ჩართულობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენი გუნდების წარმომადგენლები კიდევ ლოჟებში ზიან და უბრალო ხალხის მოსაზიდად თუნდაც მოედანზე მოსვლისთვის არაფერს აკეთებენ.. არ გვყავს ფიზიკური მომზადების მწვრთნელები, დრო მიდის და მარტო ინფრასტრუქტურა და ფული ფეხბურთს ვერ გადაარჩენს, ვერასდროს ვერ გვექნება ჩვენ ბარსელონას ბიუეჯეტი (800 მილიონი წელიწადში) ეს მხოლოდ ერთ გუნდს... რაც უფრო გაიზრდება ქვეყნის ეკონომიკა მით უფრო შემცირდება ახალგაზრდების დამოკიდებულება და მიდრეკილება ფეხბურთისკენ... ( ესეც გასათვალისწინებელია) ამიტომ განსხვავებული აზრის მქონე ხალხი და უბრალოდ ხალხი შორს კი არ უნდა გყავდეთ არამედ პირიქით უნდა მოიზიდოთ, მოტივირებული და ფეხბურთის მოყვარული ხალხი...
ზაალი
14 თებერვალი 2019 04:29
0
რა განსხვავებული აზრის ხალხი უნდა მოიზიდოს? ეგენი არიან არჩეული და რაც თქვეს უნდა გააკეთონ. ეხლა დღეს მე ვიტყვი ამირჩიეთ და 2 აკადემიას , სამ სტადიონს და 8 მოედანს მოვასწრებო. ხოლო მერე განსხვავებული აზრის ხალხი მოვიწვიო, არიქა სტადიონები და მოედნები არ გვინდა მარტო აკადემიებს ვმივაწვეთო თუ რა? ამ ხალხს დემოკრატია რაღაცაში ერევა.
pesimisti
14 თებერვალი 2019 11:16
2
რამდენი წელი უნდა ეხვეწოთ გოგიას? თუ ეგონა გერმანიის ნაკრებში დაუწყებდნენ ხვეწნას და და ჩვენ ნაკრებზე უარს მაგიტომ ამბობდა? დედამისი არ იყო საქართველო არ გაგვაგონოთო? ყოველ შემთხვევაში ქეცბაია ასე გააჟღერა
ზურა
13 თებერვალი 2019 23:56
0
აკაკი გოგია ნაღდად გამოგვადგება :)
Tbiliseli
13 თებერვალი 2019 20:46
10
ბატონო ლევან ზუგდიდის აკადემია არის არაპროფესიონალი ხალიტ დაკომპლექტებული ნაცნობობიტ და ბიზასჰვილ მამიდასჰვილობიტ.რომელი ერტი ბავსჰი აგზარდა იმ აკადემიამ.
bajo.
13 თებერვალი 2019 20:45
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული