15 თებერვლის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს ქვემო ქართლის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია, რომელსაც ამ დრომდე არ მიუმართავს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სამდივნოსთვის.
საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაციის ვადა 21 იანვარს ამოიწურა. რეგისტრირებულია მხოლოდ ერთი კანდიდატი - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი,რომელიც გუშინდელი დღის ჩათვლით, კანდიდატად ორგანიზაციის 28 სუბიექტმა წარადგინა:
1. ს.კ. დინამო თბილისი
2. ს.კ. სიონი
3. ს.კ. მერანი მარტვილი
4. ს.კ. სამტრედია
5. ს.კ.
6. ს.კ. ვიტ ჯორჯია
7. ს.კ. ტორპედო ქუთაისი
8. ს.კ. კოლხეთი 1913
9. ს.კ. გაგრა
10. ს.კ. ზუგდიდი
11. ფ.კ. გორი
12. ქალთა ფეხბურთის ფედერაცია
13. მცხეთა-მთიანეთის რფფ
14. აჭარის ფეხბურთის ფედერაცია
15. სამეგრელო ზ.სვანეთის რფფ
16. ფეხბურთის მუშაკთა პროფკავშირი
17. სამხრეთ ოსეთის ფფ
18. სამცხე-ჯავახეთის ფფ
19. აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია
20. გურიის რფფ
21. რაჭა-ლეჩხუმისა და ქ. სვანეთის რფფ
22. შიდა ქართლის რფფ
23. ფუტსალის ასოციაცია
24. კახეთის რფფ
25. იმერეთის რფფ
26. ფეხბურთის მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებელთა კავშირი
27. ვეტერან ფეხბურთელთა გაერთიანება
28. თბილისის ფეხბურთის ფედერაცია
ზემოთ ჩამოთვლილ სუბიექტებთან ერთად, ყრილობაზე დარეგისტრირდა ს.კ. ზესტაფონი. საარჩევნო ყრილობაში მონაწილეობას სულ 29 სუბიექტი მიიღებს.
15 თებერვალს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად, აღმასრულებელ კომიტეტსაც ოთხი წლის ვადით აირჩევენ.
ფეხბურთის ფედერაციის 29-ე ყრილობა სასტუმრო "ჰუალინგში" 12 საათზე დაიწყება.
ლევან კობიაშვილმა კანდიდატურა დაარეგისტრირა - ორმაგად უფრო მოტივირებული ვარ
მომზადებულია Gff.ge-ს მიხედვით