პროფესიული ლიგა, ფეხბურთელების ნატურალიზება, სტადიონები - ლევან კობიაშვილის წინასაარჩევნო პრესკონფერენცია

AutoSharing Option
15 თებერვალს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებია, რეგისტრირებული კი მხოლოდ ერთი კანდიდატია - ლევან კობიაშვილი. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დღეს ჟურნალისტებს შეხვდა და  სამომავლო გეგმებზე და პრობლემებზე ესაუბრა.

- ბევრი კლუბისთვის გაურკვეველია, თუ რატომ აქვს ფედერაციას აკადემია, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი გამოწვევებია ქართულ ფეხბურთში, ეს საჭიროებას წარმოადგენს. ამ წელსაც და მომავალ წელსაც გაგრძელდება ეს პროექტი და სხვადასხვა რაიონებში გაიხსენება აკადემიები.

აი, თუნდაც ავიღოთ რუსთავის აკადემია, რომელსაც ალექსანდრე იაშვილი ხელმძღვანელობს. იქ 150-200 ბავშვი გვყავს და ეს ბავშვები
იქ ცხოვრობენ, იქ ვარჯიშობენ, იქ იღებენ განათლებას და რა თქმა უნდა, უფასოდ. რუსთავს სამი კლუბი ჰყავს, ლაგოდეხს ორი და ზუგდიდსაც ორი.

რაც შეეხება ქალთა ფეხბურთს, არავის არა აქვს უფლება ადამიანს ის აუკრძალოს, რაც მას სიამოვნებს. ამ მხვრივ ბევრი რამ არის გასაკეთებელი და ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ ამისთვის.

სურვილი მაქვს ფედერაციაში საარჩევნო სუბიექტების სია გაიზადოს, თუმცა ამ წლების განმავლობაში, რაც მე პრეზიდენტი ვარ, განცხადება არ შემოსულა. მე ვერ გავზრდი ხელოვნურად სუბიექტების რაოდენობას და არც მსურს ასე მოხდეს.

ჩემი სურვილია დაბრუნდეს პროფესიული ლიგა, რომელიც ჩაატარებს ჩემპიონატს. ეს რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა შევქმნათ ხელოვნურად, ეს უნდა მოხდეს ინდივიდუალურად კლუბების მიერ, ეს უნდა იყოს დამოუკიდებელი ორგანიზაცია. ამ ყველაფერზე კლუბებიდან სურვილი არის, თუმცა რესურსისა და ორგანიზების მხვრივ პრობლემებია.

გვსურს ახლო მომავალში რომელიმე მასშტაბურ ღონისძიებას ვუმასპინძლოთ, მე მჯერა, ასეც იქნება, თუმცა ამაზე ჯერ ვერ ვისაუბრებ. ჩვენ ამავდროულად ვცდილობთ 2021 წელს ევროპა ლიგის ფინალის მასპინძლობის მოპოვებას, კონკურენტები ვენა და სევილიაა.

ძალიან გულდასაწყვეტია, რაც ზუგდიდის სტადიონის გარშემო ხდება, კონკრეტული პიროვნებები თვლიან გარკვეული გადაწყვეტილებები თვითონ მიიღონ და ფედერაციას არ დაეკითხონ, რაც საბოლოოდ ასეთ შედეგს გვაძლევს. აი, ბათუმში პირიქითაა, ფედერაცია ჩართულია აქტიურად და გულს უხარია, რაც ხდება. სურვილი მაქვს უფრო ჩქარი ტემპით განხორციელდეს ინფრასტრუქტურული პროექტები, ყველა ქალაქში და სოფელში უნდა იყოს სტადიონი.

ამ სეზონში ფედერაცია 3 სტადიონზე საფარს შეცვლის - ქუთაისში, რუსთავში და საჩხერეში. ამავდროულად ფედერაცია ყველა კლუბს ასწავლის, თუ როგორ მოუარონ საფარს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მალე გაფუჭდება.

ქუთაისში ჩვენი ინფორმაციით გამგეობა აპირებს, რომ სტადიონს რეკონსტრუქცია ჩაუტარონ და ეს ქალაქი სრულფასოვნად შეძლებს ევროტურნირებს უმასპინძლოს. სამტრედიის გამგეობასთან კი გვიჭირს მათი პასუხისმგებლობა გავაგებინოთ, მე იქ მათი ჩართულობა არ მინახავს, ჩვენ გვჭირდება ადგილობრივი გულშემატკივრის ხმა.

ასაკობრივი ნაკრებების შედეგით არ ვარ კმაყოფილი, თუმცა ეს არ არის მხოლოდ მწვრთნელების ბრალი, ჩვენ კი ჩვენი კუთხით მაქსიმალურად ვაკეთებთ ყველაფერს. ყველა ასაკში ნაკრები შევქმენით, რომლებშიც მწვრთნელების როტაცია ხდება. გვაქვს ელექტრონული სისტემა და ყველა ფეხბურთელი, რომელიც ნაკრებში ერთხელ მაინც იყო, გვაყვს ბაზაში, რის შემდეგადაც ხდება ამ მოთამაშეების ტესტირება.

მთავარ წარმატებად რა თქმა უნდა, ეროვნული ნაკრების ასპარეზობა მიმაჩნია, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობდეს.

რაღაც დონეზე მეც ვარ უკმაყოფილო ეროვნული ლიგის კლუბების მუშაობით, ჩვენ გვჭირდება გულშემატკივრის მაქსიმალური ჩართულობა. სურვილი არის ეროვნულ ლიგაში მეტი ინვესტიციების განხორციელება, მაგრამ ეს ყველაფერი სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. მე ვარ იმის მომხრე, რომ ქართული ფეხბურთი და ზოგადად სპორტის სახეობები ბიუჯეტზე არ იყოს დამოკიდებული.

საქართველოს ნაკრებში ვმუშაობთ ფეხბურთელების ნატურალიზებაზე, გიორგი წიტაიშვილსაც შევხვდით, რადგან გვსურს ჩვენთან ითამაშოს. თუმცა, გვაქვს პრობლემა ფიფასთან, ისინი ფეხბურთელს, რომელსაც სხვა ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები და არ ჰქონია ქვეყნის პასპორტი, მათ არ არეგისტრირებენ - ჯერ კიდევ ვმუშაობთ ამ საკითხზე. იგივე პრობლემაა  ბექა ვაჩიბერაძესთან, ზაურ მახარაძესთან და აკაკი გოგიასთან დაკავშირებით.

altმხოლოდ კობიაშვილი - სფფ-ის 29-ე საარჩევნო ყრილობაში 29 სუბიექტი მიიღებს მონაწილეობას








მკითხველის კომენტარები / 16 /
2 კარგი ფლანგების მოთქმაშე გვინდა კარგი ხარისხის ბრაზილიელები ისეთები კარგ გუნდში თამაშობდნენ და თავიანთ ნაკრებში არ იწვევდნენ. ესპანეთს ყავს ნატურალიზებული ფეხბურთელი და ჩვენ რა ვართ ვითომ.თუმცა ეგ კაცი უცხოელებზე არ საუბრობს უცხო ქვეყნის მოქალაქე ქართველებზე საუბრობს
გოგა
17:23 14-02-2019
2
მე ერთი რამ ვერ გავიგე ზუგდიდის სტადიონის ირგვლივ.თითქოსდა დამთავრდა მშენებლობა მაგრამ იმ ბეტონის კედლის გამო არ ხსნიან.აიღეთ და მოანგრიეთ რა გახდა მაგის მონგრევა.თუ თამაში არ შეიძლება. როდემდე უნდა იყოს ეგ კედელი.
კახა ქირია
17:11 14-02-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული