თემურ ქეცბაიას "ანორთოსისში" დაბრუნების ამბავი ცოლმა "გაავრცელა" [PHOTO]

AutoSharing Option
თემურ ქეცბაია ფამაგუსტას "ანორთოსისში" ბრუნდება. ბერძნული მედიის ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართველი სპეციალისტი "ანორთოსისს" ისევ უხელმძღვანელებს, მას შემდეგ გაჩნდა, რაც მისმა მეუღლემ სოციალურ ქსელში თემურის "ანორთოსისში" მუშაობის დროინდელი ფოტო ატვირთა და მას "დაბრუნება" მიუწერა.

Sportall.Ge

ბოლოს 50 წლის ქართველი სპეციალისტი რუსულ "ორენბურგში" მუშაობდა, სადაც ის 2017 წლის ივნისში დაინიშნა, ორ თვეში კი მხარეებმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტეს.

შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაია "ანორთოსისს" 2004-2009 წლებში ხელმძღვანელობდა და გახდა პირველი მწვრთნელი, რომელმაც კვიპროსული გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა.
აღსანიშნავია ისიც, რომ "ანორთოსისის" რიგებში ნიკა კაჭარავა და ბექა მიქელთაძე ასპარეზობენ.

მომზადებულია novasports.gr-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგრად ვაფასებ ამ კაცს თავისი თავდადებისთვის როცა ფეხბურთელი იყო ერთერთი თუ ერთადერთი არა რომელიც გულით და სულით მთელი ენერგიით ბოლომდე იხარჯებოდა მოედანზე ნაკრებში და მწვრთნელობის დროსაც ბოლომდე ეცადა ნაკრებს შედეგი ჰქონდა.
კახა
14:15 08-03-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული