ფუტსალის 19-წლამდელთა ნაკრები უნგრეთის, თურქეთის და ესპანეთის გუნდებს დაუპირისპირდება

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის 19-წლამდელთა ნაკრები 24, 25 და 27 მარტს, თბილისში, ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდის შეხვედრებს გამართავს.

ავთანდილ ასათიანის გუნდი უნგრეთის, თურქეთისა და ესპანეთის ასაკობრივ ნაკრებებს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების მონაწილეობით სამივე შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება. მატჩებს თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს.

15 მარტს, 18 საათზე ფუტსალის ასაკობრივი ნაკრები ღია ვარჯიშს დიღომში მდებარე "ფრენბურთის არენაზე" გამართავს.

მომზადებულია Gff.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული