ქართული გუნდი სკანდალში გაეხვა - "ნორჩ დინამოს" მატჩების ჩაწყობაში ადანაშაულებენ

AutoSharing Option
იტალიაში მიმდინარე ახალგაზრდულ ტურნირ "ვიარეჯიოს თასზე", რომელშიც ევროპისა და მსოფლიოს ქვეყნებიდან წამყვანი კლუბების 19-წლამდელთა გუნდები მონაწილეობენ, სკანდალში "ნორჩი დინამოს" გუნდი გაეხვა, სადაც მას მატჩების ჩაწყობაში ადანაშაულებენ.

დამოუკიდებელი ევროპული კომპანია "ფედერბეთი", რომელიც მთელ მსოფლიოში საეჭვო ფსონებს და შესაძლო გარიგებულ მატჩებს სწავლობს, ამტკიცებს, რომ "ნორჩი დინამოს" სამივე მატჩზე უჩვეულოდ მაღალი ფსონები დაფიქსირდა.

საუბარია "ნორჩი დინამოს" მიერ "რიეტისთან" (1:5), "ტორინოსთან" (1:7) და "ატლეტიკო პარანაენსესთან" (1:4) წაგებულ მატჩებზე.

მათი განცხადებით, ამ მატჩებში "ნორჩი დინამოს" ჰანდიკაპით წაგებაზე ანომალიურად დიდი თანხები დაიდო.

"თბილისური გუნდის მატჩებამდე და
მატჩების დროსაც ჰანდიკაპით მათ წაგებაზე საკმაოდ მსხვილი ფსონები დაფიქსირდა. ზოგადად, ეს ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც სუსტ გუნდთან გვაქვს საქმე, თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი მომენტი - დიდი ფსონები იმაზე დაიდო, რომ "ნორჩი დინამო" გოლს მატჩების ბოლო წუთებზე გაუშვებდა. თანხები იმდენად მაღალი იყო, რომ კოეფიციენტებიც კი საშუალოდ, 2,5-დან 1,4-მდე დაიწია", - აცხადებს "ფედერბეთის" წარმომადგენელი ფრანჩესკო ბარანკა.

კერძოდ, "რიეტისთან" "ნორჩმა დინამომ" გოლები 84-ე და 86-ე წუთებზე, "ტორინოსთან" კი 83-ე და 89-ე წუთებზე გაუშვა. რაც შეეხება "ატლეტიკო პარანაენსესთან" მატჩს, ამ შემთხვევაში ქართველებმა გახსნეს ანგარიში, შემდეგ კი 4 გოლი გაუშვეს - ბრაზილიელების ჰანდიკაპით მოგებაზე ფსონები კი სწორედ მაშინ დაიდო, როდესაც ქართული გუნდი 1:0 იგებდა მატჩს.

გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა "რიეტის" ახალგაზრდული გუნდების ხელმძღვანელი ჯანფრანკო მანჩინიც.

"პირადად მე არც კი ვიცოდი, რომ ამ თამაშებზე თანხის დადება იყო შესაძლებელი. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ქართული გუნდი იმდენად სუსტი იყო, რომ ვინმესგან მათ მიერ გოლის გაშვება არ არის გასაკვირი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ამასთან არანაირი კავშირი არ გვაქვს", - განაცხადა მანჩინიმ.

"ფედერბეთის" ინფორმაციით, "ნორჩი დინამოს" სამი მატჩის შედეგად აღმოსავლეთ ევროპიდან და ჩინეთიდან დადებული ფსონებით მომხმარებლებმა მილიონობით ევრო მოიგეს. კომპანიის მიერ მომზადებული დასკვნა იტალიის პროკურატურას უკვე გადაეგზავნა.

აქვე გეტყვით, რომ ეროვნული ლიგის დაწყებამდე "ნორჩმა დინამომ" სახელი გადაირქვა და ახლა თბილისის "მერანი" ეწოდება, თუმცა ახალგაზრდული და ასაკობრივი გუნდები იგივე სახელწოდების დარჩა.

Sportall.ge-სთან საუბარში საეჭვო მატჩებთან რაიმე კავშირს უარყოფს "ნორჩი დინამოს" დამფუძნებელი ოთარ შენგელია.

"გამოძიების დაწყების შესახებ ჩემთვის არაფერია ცნობილი. მხოლოდ ის ვიცი, რომ საეჭვო სიებში მოხვდა ეს მატჩები, ვინაიდან რაღაც ფსონები დაიდო. გუნდი 3 დღის წინ დაბრუნდა საქართველოში.

როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ორგანიზატორები ამ ინფორმაციას უარყოფენ და ამბობენ, რომ ყველაფერი რიგზე იყო. რა გამოძიება უნდა იყოს, მე არ მესმის.

რაც შეეხება იმას, რამდენად შესაძლებელია, მატჩები გარიგებული ყოფილიყო, მე ამას 100%-ით გამოვრიცხავ. ჩვენ ისეთი ახალგაზრდული შემადგენლობით ჩავედით, რომ დონეებს შორის სხვაობა ძალიან დიდი იყო. სწორედ ეს სხვაობა გახდა ასეთი მარცხის მიზეზი", - განაცხადა შენგელიამ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
რა ხდება ხალხო ამ შენგელიას კიდე ფეხბურთს როგორ აკარებთ საერთოდ ამას ან ამისიანს როგორ აკარებთ საერთოდ სპორტს ან ფედერაცია სადარის ან ......... გამოიგვიდზეტ ოეეე......
gamopxizldit
20 მარტი 2019 14:12
1
გუნდი წაიყვანეს,მწვრტნელი კი ტამასებს აწყობს,,
jiji
20 მარტი 2019 17:56
0
ამ კაცს რა უნდა ან გარეთ ან საერთოდ ფეხბურთში.....
vax
20 მარტი 2019 13:53
0
გუნდს (მერანი თბ) , რომელის ზურგს უკან " ბ-ნი" დავით გენძეხაძე დგას 100% სინართლე იქნება ეს ამბავი. ეს ის შენგელია არ არის გენძეხაძესთან ერთად რომ მაქინაციებში იყო გარეული რამდენიმე წლის წინ პირველი ლიგის თამაშებზე?
ვალერი
20 მარტი 2019 13:41
0
ნორჩ დინამოში ისევ შენგელიაა?ეგ როცა დაიჭირეს ჩაწყობაზე,მაშინ არ უნდა გამოეშვათ გარეთ.ტაიმბოლი შმაიმბოლი ნებისმიერის ჩაწყობა შეგვიძლიაო,გინდა კუთხურები,გინდა აუტებიო.ძაან კარგად მახსოვს.არაა ჩვენი საშველი.მაფია უკვდავია
სამწუხაროა
20 მარტი 2019 12:31
0
ასეთ უმსგავსო საქციელს როგორ იკადრებდნენ!...როგორც სერგია იტყოდა- რავა გეკადრებათ,გეთაყვა!
ქუთაისია
20 მარტი 2019 12:23
1
სამწუხარო რეალობაა ქართველ ხალხს ყველაზე მეტად ფული აინტერესებთ და აარაფერი დანარჩენი არც სპორტი არც პრესტიჟი
ტოტტი
20 მარტი 2019 12:04
1
ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, ასეთი ანგარიშებით წაგება დიდი სირცხვილია. რა შემადგენლობით წავიდნენ, ასეთ შედეგს რომ ელოდნენ?
მერაბი
20 მარტი 2019 12:04
0
ადრე ესენი ხომ იყვნენ დაჭერილები ასეთ ქმედებებზე შენგელია გენძეხადძე და თუ ეს დადასტურდა საერთოდ უნდა აუკრძალონ ფეხბურთის ყურებაც
შატილი
20 მარტი 2019 17:53
0
ფუჰ აგერევა კაცს გული
lsd
20 მარტი 2019 22:58
0
ratom ar daceret roca cavidnen turnirze erti kviraze metia rac es turniri itamashes . Roca caages tamashebi cera gezarebat statiebis?! Skandali agorda da egreve ganofinet sajarod eg aris sircxvili mxolod skandalze rom aketebt met aqcents. Ar dablokot
Emigranti
20 მარტი 2019 12:29
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული