"გარიგებული მატჩები სიმსივნეა, ამ ბოროტებას ვებრძვით, მაგრამ ჩვენ პოლიცია არ ვართ"

AutoSharing Option
უეფას პრეზიდენტმა ალექსანდ ჩეფერინმა ესპანეთში გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

"გარიგებული მატჩები ფეხბურთის სიმსივნეა.

ძირითადად ასეთი რამეები პატარა ლიგებში ხდება, ზუსტად მანდ შეუძლიათ კრიმინალებს ფეხბურთელებთან მუშაობა ამ საკითხზე, რომლებიც დიდ ფულს ვერ გამოიმუშვებენ.

ჩემპიონთა ლიგაში მსგავსი რამე შეუძლებელია. თუმცა, როცა ასეთი რამე მაღალ დონეზე ხვდება, ძალიან არ მომწონს. ეს საშინელებაა, რადგან ეს ძალიან მოქმედებს ფეხბურთის როგოც "სუფთა" სპორტის სახეობაზე.

ამ ბოროტებას ვებრძვით - ინფორმაციას ვაწვდით პოლიციას, ფედერაციას, თუმცა პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ თავად არ ვართ პოლიცია. ამაზე ხშირად ვესაუბრებით ევროკავშირს
და ევროპის საბჭოს. ვცდილობდით ვაიძულოთ სახელმწიფოეი უფრო აქტიურები იყვნნენ, მაგრამ პოლიციის დახმარების გარეშე ცალკეულ ქვეყნებში ამის გაკეთება რთულია.

გარდა ამისა მსგავს საქმეეზე არის პრობლმები მტკიცებულებებთან დაკავშირებით. თუ მეკარე ამბობს არამიზანმიმართულად შეცდა, საპირისპიროს დამტკიცება რთულია, თუმცა როცა რაღაც გაუგონარს წავაწყდებით შეგვიძლია პოლიციას მივმართოთ", - თქვა ჩეფერინმა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთში პოლიციამ გარიგებული მატჩების ბრალდებით ლა ლიგის მომქედი ფეხბურთელები და "რეალის" ყოფილი ფეხბუთელი დააკავა.

მსგავსი პრობლემა საქართველოშიც არის, სადაც გარიგებული მატჩების ბრალდებით ეროვნული ლიგის ფეხბურთელები დააკავეს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
დასაჯეტ სიტი და პსჯ ყველს და ყველაპერს რო ყიდულობენ და დავიჯერებ ტქვენ პატიოსნებას
barsa
05:05 02-06-2019
0
შე ნაბ-რო, აბა რუსეთი რომ ესპანეთს მოუგებს, ან კორეა გერმანიას, ეს დაბალი ლიგაა?
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული