საჩხერეში ცენტრალური სტადიონის სარეკონსტრუქციო სამუშაოები განახლდა.
ინფორმაციას ამის შესახებ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის "ფეისბუქგვერდი" ავრცელებს.
მოედნის სადრენაჟე სისტემისა და საფარის შეცვლას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახორციელებს, ხოლო სხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს კი - ადგილობრივი ხელისუფლება, რომლის წარმომადგენლებმაც მიმდინარე სამუშაოები მოინახულეს.