სფფ-ში ფუტსალის ლიგის თასის წილისყრა გაიმართა - ტურნირი პირველად ჩატარდება

AutoSharing Option
10 აპრილს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, ფუტსალის ლიგის თასის წილისწყრა გაიმართა.

თასის გათამაშება წელს პირველად ჩატარდება და მასში მონაწილეობას ფუტსალის ლიგისა და ფუტსალის ლიგა 2-ის გუნდები მიიღებენ.

პირველ, საკვალიფიკაციო ეტაპზე, ფუტსალის ლიგის რეგულარულ სეზონში III-VIII ადგილებზე გასული გუნდები და ფუტსალის ლიგა 2-ის ექვსი გუნდი ბრმა წილისყრით დაწყვილდნენ, საიდანაც გაირკვევა იმ 6 გუნდის ვინაობა, რომლებიც ასპარეზობას 1/4-ფინალში განაგრძობენ.

1/4-ფინალიდან ჩაერთვებიან გათამაშებაში ფუტსალის ლიგის რეგულარული სეზონის I-II ადგილებზე გასული "თელასი" და "TMC თბილისი", რომელთა განთესვაც ასევე ბრმა წილისყრით მოხდა. საკვალიფიკაციო, მეოთხედფინალურ და ნახევარფინალურ
ეტაპებზე გამარჯვებული გუნდების ვინაობა ერთმატჩიან დაპირისპირებაში გაირკვევა. ერთმატჩიანი იქნება ასევე ფინალური შეხვედრაც.

წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

ილიაუნი vs UG, კსუ vs თელავი, თსუ vs ივერია 2017, მართვე vs დინამო, თსუ 2 vs ბსუ, თბილისი vs პსპ.

ასევე, აღსანიშნავია, სატურნირო ბადეში "თელასი" და "TMC თბილისი" იმგვარად გადანაწილდნენ, რომ მეოთხედფინალში მაყურებელი სწორედ მათ დაპირისპირებას იხილავს.

თასის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 12 აპრილს გაიმართება, ხოლო 1/4-ფინალური დაპირისპირებები 19 აპრილს შედგება.

მომზადებულია Gff.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული