U19. "ლოკომოტივი" ხმელთაშუა ზღვის თასზე "ბარსელონასა" და "რეალთან" ერთად იასპარეზებს

AutoSharing Option
ფოტო: Fcloco.ge

"ლოკომოტივის" 19-წლამდელთა გუნდი 2019 წლის ხმელთაშუა ზღვის თასზე იასპარეზებს - ტურნირი ესპანეთში, საკურორტო ქალაქ კოსტა-ბრავაში 16 აპრილს აიღებს სტარტს.

"ლოკომოტივი" ჯგუფური ეტაპის კენჭისყრაზე განთესილებს შორის იყო. აღსანიშნავია, რომ "ლოკომოტივთან" ერთად განთესილები იყვნენ: "ბარსელონა", მადრიდის "რეალი", "ვილიარეალი" და მადრიდის "ატლეტიკო".

"ლოკომოტივის" მეტოქეები "ბანიოლესი", "ბ1 სოქერ აკადემია" და "ელიტ უნიონ აკადემია" იქნებიან.

"ბანიოლესი" და "ბ1 სოქერ აკადემია" ადგილობრივი კატალონიური სპორტული კლუბებია, ხოლო "ელიტ უნიონ აკადემია" დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელია.

Sportall.Ge

ტურნირი გამორჩეულია იმით, რომ მსოფლიოს სხვადასხვა გუნდსა და აკადემიას საშუალება აქვთ, მსოფლიო
ფეხბურთის გრანდებს ეთამაშონ, მათთან ერთად იცხოვრონ და მიიღონ უნიკალური გამოცდილება.

წლების განმავლობაში ტურნირზე თანამედროვეობის ისეთ ვარსკვლავებს უთამაშიათ, როგორებიც: ლიონელ მესი, ნეიმარი, კოუტინიო, მარსელო, დანი კარვახალი, საულ ნიგეზი, ექტორ ბელერინი, მარკუს რაშფორდი, ხუან მატა, ჟერარდ პიკე არიან.

მომზადებულია Fcloco.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
როგორ ჩაივლის ეს ტურნე დაწერეტ რა
თორნიკე
01:25 17-04-2019
1

სიახლეები პოპულარული