18 აპრილს ვიტალი დარასელიას თასის მეორე დღე მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობას 15-წლამდელთა 2 ქართული და 6 ევროპული გუნდი იღებს.
დღეს B ჯგუფის ორი და A ჯგუფის ერთი შეხვედრა უკვე გაიმართა.
"ბრაგამ" კიევის "დინამო" დიდი ანგარიშით, 6:1 დაამარცხა. ჰეთ-თრიკით გამოირჩა მარიანო, რომელმაც გოლები მე-6, მე-7 და 24-ე წუთებზე გაიტანა. ფერეირამ კი "დინამოს" კარი ორჯერ - 42-ე და მე-60 წუთებზე აიღო. ერთი გოლით შეეწია გუნდს კიდევ ერთი ფერეირა.
კიეველთაგან ერთადერთი გოლი კი 62-ე წუთზე პოლიშჩუკმა გაიტანა.
დინამო(კიევ)-ბრაგა 1:6
ნულოვანი
ფრე დაფიქსირდა სფფ-ის აკადემიისა და "ფეიენოორდის" მატჩში.
A ჯგუფის მატჩში კი შვეიცარიულმა "ციურიხმა" ინგლისურ "ვულვერჰემპტონს" მინიმალური სხვაობით, 2:1 სძლია.
შვეიცარიელთაგან თავი შიესმა და სებოეკმა, შესაბამისად, 21-ე და 38-ე წუთებზე გამოიჩინეს, ინგლისელთაგან ერთადერთი გოლი კი 54-ე წუთზე მაკლედმა გაიტანა.
18:00 საათზე ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა გაიმართება, სადაც ერთმანეთს თბილისის "დინამო" და "ემპოლი" დაუპირისპირდებიან.