ინდოეთის ნაკრების ტექნიკური დირექტორის პოსტზე სამი კანდიდატი განიხილება, მათ შორის ერთ-ერთი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი გაიოზ დარსაძეა.
დარსაძის გარდა, ვაკანტურ თანამდებობაზე ჟორჟ კასტელოს და დორუკ ისაკის კანდიდატურები განიხილება.
პირველი მათგანი ბოლოს ჩინურ "ლუნინგში" მუშაობდა, სხვადასხვა დროს კი "ბენფიკას" და "სპორტინგის" მთავარი მწვრთნელების ასისტენტი იყო. ისაკი კი "იოკოჰამა მარინოსის" სპორტული დირექტორის პოზიციაზე მუშაობს.
Scroll.in-ის ინფორმაციით, სამივე კანდიდატმა გასაუბრება უკვე გაიარა.
"დორუკ ისაკი ინდოეთში იმყოფებოდა, დანარჩენ ორ კანდიდატთან გასაუბრება კი Skype-ის საშუალებით მოხდა. ტექნიკურმა კომიტეტმა სამივეს უამრავი კითხვა დაუსვა. ყველ
მათგანი კარგი პროფესიონალია, მაგრამ არჩევანი ერთზე უნდა გავაკეთოთ", - განაცხადა ინდოეთის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური კომიტეტის მდივანმა შიამ ტაპამ.
გაიოზ დარსაძე ბოლოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მწვრთნელთა განათლების კურსებს ხელმძღვანელობდა.