მატჩის გარიგებაში ბრალდებული ფეხბურთელის მეუღლე: კოშმარული ერთი კვირის შემდეგ მინდა გავაკეთო განცხადება

AutoSharing Option
მატჩის გარიგების ბრალდებით დაკავებული "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელის, ჯონი შეროზიას მეუღლე სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს.

თაკო ახობაძის თქმით, მისი მეუღლე თავისუფალია.

"კოშმარული ერთი კვირის შემდეგ მინდა გავაკეთო განცხადება. არსებული ინტერესიდან გამომდინარე, პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო იმ მცირერიცხოვან მეგობრებს, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში გვერდით მედგნენ: ქალბატონ ქეთევანს, რომლის დახმარებითაც ჩვენ თავისუფლები ვართ.

ასევე იმ ადამიანებს, ვინც მოხვედით, გვერდში მედექით და გჯეროდათ ჩვენი. ამ ერთმა კვირამ მთელი ცხოვრება დამანახა. დამანახა ადამიანები, რომლებიც არიან ნამდვილები და არა ფარისევლები. მინდა გითხრათ მათ, ვისაც გგონიათ,
რომ ყველაფერი მორჩა, რომ დავეცით, ვეღარ გავაგრძელებთ ცხოვრებას. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას სიმართლის დასამტკიცებლად. მე პირადად ვარ უბედნიერესი ადამიანი, რომ მყავს მეუღლე ჯონი შეროზია, ადამიანი, რომელსაც შეუძლია თავისი ცხოვრება დათმოს მეგობრის სიცოცხლის გადასარჩენად.

ამაყი ვარ, იმით რომ დღეს ჯონი შეროზია დგას იმ ბიჭების, იმ კაცების გვერდით, რომლებმაც იხსნეს ადამიანის, მეგობრის სიცოცხლე. მივმართავ ყველა იმ არაკაცს, რომლებიც თითს იქნევენ ამ ბიჭებისკენ, თქვენ ხართ ზურგს უკან მოფარებული არაკაცები, ვისაც არ შეგწევთ იმის ვაჟკაცობა, გააკეთოთ ის, რაც მათ გააკეთეს. დიდი იმედი მაქვს გამოძიების. სიმართლე მალე გაირკვევა. წინ გვაქვს დიდი გამოწვევები და დიდი ბრძოლა სიმართლის დასადგენად.", - წერს თაკო ახობაძე Facebook-ზე.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ვიტ ჯორჯიას" 5, "გურიას" 2, "ჭიათურას" 1 და 3 ყოფილი ფეხბურთელი მატჩების გარიგების ბრალდებით დააკავა.

7 მათგანს, მათ შორის, ჯონი შეროზიას, გირაოს სახით 10 000 ლარის გადახდა დაეკისრათ, დანარჩენ 4 პირს კი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

მკითხველის კომენტარები / 34 /
ტუ დახმარება გინდა , გაყიდე ის რაც სენია ...ფეხბურტი ცვენია და ამიტ ცხოვრობდა კარტველი ხალხი და არავინ არ მოგცემს მაგის უფლებას რომ გაყიდო .
Kote
27 მაისი 2019 15:11
1
რო შეირგოს თავისი კრიმინალი ქმარი სახლში და შეტევაზე არ გადმოვიდეს არ ჯობს ამათი საქმისთვის?))
27 მაისი 2019 13:56
2
ჩუმად მაიც იყოს,აქეთ გადმოდის შეტევაზე. აი რას ნიშნავს დაუსჯელობის სინდრომი! მისი ქმარიც და სხვებიც რომლებიც თამაშებს ყიდიან არამარტო თამაში უნდა აეკრძალოთ საერთოდ, არამედ ფეხბურთის ტელევიზორში ყურებაც! ამ ცოლის სიტყვებმა ერთი რუსული ანდაზა გამახსენა." ნაგლი ფრედ ხუჟე ტანკა"
დავით 67
27 მაისი 2019 18:58
2
ნაგლი ფრედ კი არა ნაგლი ფრაერ.
ერთი შენა ხარ
27 მაისი 2019 20:39
3
ხო შემეშალა ორთოგრაფიულად
დავით 67
28 მაისი 2019 06:14
0
არაა საჭირო ასეთი ფბ პოსტების გამოქვეყნება - ის ხომ ოჯახის ახლობლებისთვისაა განკუთვნილი და მეუღლისთვის ნამუსის მოწმენდის ერთგვარი მცდელობაა, რასაც ნებისმიერი ქართველი ქალი გააკეთებდა, ნუ უნდა აკეთებდეს, ალბათ... ჩვენ რატომ გვრევთ ამაში და რატომ გვაჭორავებთ?!...
მ. ტ.
27 მაისი 2019 13:28
2
თუ არ უნდა ვინმემ ნახოს შეუძლია საჯაროდ არ დაპოსტოს და მხოლოდ მეგობრებისთვის იყოს განკუთვნილი:დ
geno
27 მაისი 2019 15:55
2
აქამდე მეგონა ანგელოზი ნანახი არ მყავდა მარა ტურმე ვცდებოდი, ჯონი მოდი ხელი დამადე.დ.დ.
barsa
27 მაისი 2019 16:48
1
ეს ისე ლაპარაკობს პატარა რო ვიყო ვიტყოდი დიდი რო გავხდები ჯონი უნდა გამოვიდეტქო.d.d.
s..s
27 მაისი 2019 15:45
0
თკვენ კოსმარული ერტი კვირა გკონდატ და უკვე აკეტ გვიტევ ,ფეხბურტის გულსემატკივარს ...ცვენ რავტკვატ მტელი ცხოვრება კოსმარსი რომ ვარტ ნევრებს ვისლიტ იმაზე რატომ არ ვიტარდება კარტული ფეხბურტი ? და ტუ ვინმეს დახმარება გინდა ეს ისე უნდა გააკეტო გირსების ცარცოს არ უნდა ცდებოდეს.
Kote
27 მაისი 2019 14:35
0
გაუნათლებელს და უსინდისოს რქები კიარ ამოდის,მაგალითად ამ გოგომ ამ სტატუსით გაგვაცნო თავი.ბოდიშის მოხდა არ ტეხავს,როცა უსინდისოდ იქცევი. ეს უფრო სწორი და ადამიანური იქნებოდა.
ლაშა
27 მაისი 2019 14:16
1
გირაო კიარა უნდა ჩასვა ესეთები ერთი ორი წლით სხვამ რომ ვეღარ გაბედოს. ხო ხედავთ აქეთ ...ჯვავს კიდე ეს ნაგლი
gio
27 მაისი 2019 13:35
1
ამატ გმირობაზეც რო აქვტ პრეტენზია რა სინაგლეა?
ave
27 მაისი 2019 15:43
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული