"ტვინის შერყევა აქვთ" - საქართველოს ჩემპიონატში ქალმა ფეხბურთელებმა იჩხუბეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
31 მაისს, ქალთა ეროვნული ჩემპიონატის VIII ტურის მატჩში უსიამოვნო ფაქტი მოხდა.

ჩხოროწყუს "სამეგრელოსა" და ხობის "კოლხეთს" შორის შეხვედრა ჩხუბით დასრულდა. მატჩი "სამეგრელოს" გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.

ხობის "კოლხეთის" "ფეისბუქგვერდი" იტყობინება, რომ აღნიშნული წაგება ფეხბურთელების ბრალი ნამდვილად არ ყოფილა და წაგებაში მსაჯები დაადანაშაულა.

Sportall.Ge

ჩხუბის შედეგად დაშავდა რამდენიმე ფეხბურთელი.

"მე ცხოვრებაში არ მინახავს მსგავსი სიტუაცია. ჩემი გუნდიდან სამი ფეხბურთელია დაშავებული: ანა წულაია, მარი გოროზია და თათია ჯიშკარიანი. ფიზიკურად გაუსწორდნენ. გოგონებს აქვთ ტვინის შერყევა, ზუგდიდშიც მყავდა საავადმყოფოში და ექიმმა 5
-დღიანი წოლითი რეჟიმი გამოუწერა", - განაცხადა მწვრთნელმა ზურაბ ლატარიამ timer.ge-სთან.

Sportall.Ge

30 და 31 მაისს საქართველოს ქალთა ლიგის მე-8 ტურის მატჩები გაიმართა.

ტურის ცენტრალური შეხვედრა თბილისში, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" შედგა. ერთმანეთს მიმდინარე გათამაშების ლიდერები: "ნიკე" და "ლანჩხუთი" დაუპირისპირდნენ.

2019 წლის სეზონზე "ნიკეც" და "ლანჩხუთიც" დანაკარგის გარეშე ასპარეზობდნენ და კლუბებს 7 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმალური რაოდენობა, 21-21 ქულა ჰქონდათ დაგროვებული. თუმცა, გოლების შეფარდებით, სატურნირო ცხრილის სათავეში "ნიკე" იმყოფებოდა.

"ბასაზე" მოსულმა გულშემატკივარმა დაძაბული და საინტერესო თამაში იხილა. ამ მატჩის დაძაბულობასა და მნიშვნელობაზე მეტყველებს ისიც, რომ შეხვედრაში, ქალთა ფეხბურთისთვის უჩვეულოდ, მხოლოდ 1 გოლი გავიდა. თამაში გუნდებმა ფრთხილად დაიწყეს და მეტოქის სუსტი მხარეების მოძებნას შეეცადნენ. ორივე კარის მიმართულებით რამდენიმე სახიფათო მომენტი შეიქმნა, თუმცა, მეკარეებმა მარიამ კომლაძემ და თათია გაბუნიამ კარის დაცვა მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში ორივე გუნდიდან საუკეთესო მოქმედი ჩემპიონის მეკარე მარიამ კომლაძე იყო. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ "ნიკემ" კარი მშრალად შეინახა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მატჩის დაწყებიდან 20-25 წუთის შემდეგ მცირედი სათამაშო უპირატესობა სტუმრებმა, "ლანჩხუთის" ფეხბურთელებმა მოიპოვეს, თუმცა "ნიკეს" მწვავე კონტრშეტევები ამ უპირატესობას აქარწყლებდა. შეხვედრის დასრულებამდე ათიოდე წუთით ადრე "ნიკე" გააქტიურდა და ამას 88-ე წუთზე მიმდინარე გათამაშების გოლეადორის, ნინო სუთიძის მორიგი გოლი მოჰყვა. ახლა სუთიძის ანგარიშზე უკვე 16 გოლია.

"ნიკემ" პრინციპული შეხვედრა მოიგო და გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი გახდა 24 ქულით.

საშინაო შეხვედრა მოიგო გორში, "პარკი არენაზე" "გორი იუნაიტედმა". გორელებმა ბათუმის "დინამო" 4-1 დაამარცხეს. ამ შეხვედრაში მასპინძელთაგან ჰეთ-თრიქი ეთერ სულაშვილმა გააკეთა. ახლა ახალგაზრდა ფეხბურთელს მიმდინარე გათამაშებაში 10 გატანილი გოლი აქვს.

მესამე შეხვედრა მოიგო ზედიზედ და სატურნირო ცხრილში 12 ქულით მე-5 საფეხურზე გაიმყარა პოზიცია "ნორჩმა დინამომ". თბილისიურმა კლუბმა ამჯერად გასვლაზე ხაშურის "ივერია" დაამარცხა 2-7.

ერთბურთიანი სხვაობით შეძლო გამარჯვება საქართველოს ორგზის ჩემპიონმა ქუთაისის "მართვემ". ქუთაისელებმა მიმდინარე გათამაშების დებიუტანტი "ზარზმა" ადიგენში მინიმალური ანგარიშით, 1-2 დაამარცხეს.

ქალთა ლიგის გათამაშების პირველი წრის ბოლო, მე-9 ტური 7 ივნისს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ქალი უნდა იყოს სამზარეულოში დდ
პაპა
18:23 03-06-2019
11
ვაი თქვენს პატრონს.
მიხო
21:31 03-06-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული