ფოტო: fcdinamo.ge
1-ელ აგვისტოს, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში თბილისის "დინამომ" "გაბალას" 3:0 სძლია.
პირველ შეხვედრაში "დინამომ" მეტოქე აშკარად დაჯაბნა, 2:0 მოუგო და წყვილში გამარჯვებულის ვინაობა პრაქტიკულად აზერბაიჯანშივე გადაწყვიტა.
ყველა ტურნირზე "დინამომ" ზედიზედ 10 მატჩში იმარჯვა, საუკეთესო ფორმაშია და დღევანდელ შეხვედრაში პირველი სახიფათო მომენტი შექმნა - კუხიანიძის დარტყმული ბურთი მეტოქის მცველს მოხვდა და კარს ოდნავ ასცდა. მერე შენგელიას მეკარე ნაზიროვმა არ დაანება გოლის გატანა. მოკლედ, გუნდებს შორის კლასში სხვაობა თავიდანვე თვალშისაცემი გახდა.
შემდეგ ტრავმები იაშვილმა და ზუნიჩმა მიიღეს (ეს უკანასკნელი საავადმყოფოში გახდა გადასაყვანი). პაუზის მერე თამაშის ტემპი ოდნავ დაეცა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.
მეორე ტაიმი მასპინძელთა სწრაფი შეტევებით დაიწყო და სტუმართა გოლკიპერმა კუტალიასა და ქავთარაძის დარტყმული ბურთები მოიგერია.
თამაშს "დინამო" სრულად აკონტროლებდა, მატჩი მისთვის სასურველი სცენარით მიმდინარეობდა და შენგელიას დარტყმული მეკარემ მოიგერია.
68-ე წუთზე კი შენგელიამ ბრწყინვალე დრიბლინგის შემდეგ ანგარიში გახსნა. შემდეგ შეცვლაზე შესულმა კარიკარიმ ორი მომენტი ვერ გამოიყენა, დაფემაც და 88-ე წუთზე შენგელიამ თქვენი მოწონებული გოლი გაიტანა. ბოლოს კარიკარიმაც დალაშქრა მეტოქის კარი და 3:0.
"დინამომ" "გაბალას" ბარიერი უპრობლემოდ გადალახა და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "ფეიენოორდს" დაუპირისპირდება - პირველი მატჩი 8 აგვისტოს როტერდამში გაიმართება, ხოლო საპასუხო - 15 აგვისტოს თბილისში.
თბილისი. "დინამო არენა"
დინამო - გაბალა 3:0
გოლები: 1:0 შენგელია (68), 2:0 შენგელია (88), 3:0 კარიკარი (90+3)
დინამო: პერალესი, მონხილი, კობოური, იაშვილი (რუხაია 36), პაპავა, კუხიანიძე, ქიმაძე, ნინუა, ქავთარაძე (დაფე 70), შენგელია, კუტალია (კარიკარი 77)
გაბალა: ნაზიროვი, სეიდიევი, ზუნიჩი (გულიევი 40), რამალდანოვი, ალიევი, ვოლკოვი, ბაუკე, მამადოვი, კუაკუ, ლოპესი (ისკანდაროვი 71), გიგაური
ახლა სერიოზულად
ყველას გილოცავთ დინამოს გამარჯვებას, ვინც საქრთველოს გულშემატკივრობთ, ბიჭებმა კარგად ითამაშეს
თუმცა მოყვარეს პირში უძრახეო. დაცვაში ხშირია ბავშვური შეცდომები და ფეინოორდი კი გაბალა არ არის რომ მასეთი შეცდომები გვაპატიოს. მეტი ყრადღება და კონცენტრაციაა საჭირო.
არ დაივიწყოთ, როცა ევროსარბიელზე გადიხართ თქვენ საქართველოს წარმოადგენთ და არა რომელიმე კლუბს.
დაშლილმა ტორპედომ კინაღამ მოუგო ორდაბასს და მადლობა მათ.
საჩხერემ გუშინ პირველად წააგო დიდი ანგარიშით და გული დამწყდა.
წააგო საბურთალომ, მაგრამ მაქსიმალურად იბრძოლეს ბიჭებმა და თავს ზემოთ ძალა არ არის.
დინამო ჯერჯერობით კარგად მიდის, მაგრამ მეტი გვინდა. ფეინოორდი გამოაგდეთთქო ვერ მოგთხოვთ, მაგრამ არ მეწყინება :) თუ ვერ მოუგებთ ღირსება არ დაკარგოთ. იბრძოლეთ ბოლომდე და რა იცი რა ხდება.
ყველას წარმატებას გისურვებთ.
არ შემიძლია არ ვთქვა ვიდეორგოლში არსებულ ერთ კადრზე, სადაც სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მხნე ვაჟკაცი სიგარეტით პირში ტაშს სცემს. პირველი არხის ოპერატორებს თქვენი გვერდის საშუალებით მინდა მივმართო, რომ თავი შეიკავონ ამგვარი კადრების პირდაპირ ეთერში ჩვენებისაგან. სპორტულ არენაზე მოწევას კი არა მხატვრული ფილმების ჩვენების წინ აფრთხილებენ მაყურებელს სიგარეტის შესახებ.
P.S.: ისე ლამის 50 წელია ვეწევი:)
P.P.S.: მოკითხვა რომან ფიფიას ახლობლებს.
ადმინ აბა შენ იცი, დაბლოკე.
ახლა მთავარია როტერდამში არ დავმარცხდეთ,და საპასუხოში თბილისში რაიმეს მოვიფიქრებთ!
სამწუხაროა რომ 1-ლ ტაიმს ჩიხურა აგებს 2-0,არადა მას 2-2 აწყობს, გაიტანს კი 2-ს ????