თბილისის "დინამოსთან" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "გაბალას" 30 წლის ხორვატმა ცენტრალურმა მცველმა ივიცა ზუნიჩმა მძიმე ტრავმა მიიღო.
ზუნიჩი თანაგუნდელ რასიმ რამალდანოვთან შეჯახებისას დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"გაბალას" მწვრთნელმა ზაურ ჰაშიმოვმა განაცხადა, რომ ზუნიჩს ყბის ძვლის მოტეხილობა აქვს და ოპერაცია გაუკეთეს.