საჩხერელები დამარცხდნენ, მაგრამ ღირსება არ დაუკარგავთ - იხილეთ ფოტო გასახდელიდან [PHOTO]

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/FCChikhura/

საჩხერის "ჩიხურამ" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში აბერდინში ადგილობრივ კლუბთან ძალიან მტკივნეული მარცხი იწვნია. იმერლებს ასეთი ანგარიშით, ამხელა სხვაობით ევროთასებზე არასდროს წაუგიათ, თუმცა პირველ აგვისტოს მათი დღე არ იყო.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა 0:5 წააგო, ღირსება და სპორტული სული არ დაუკარგავს. ასეთი მდგომარეობაშიც იპოვეს ძალა და ენერგია, რომ გასახდელი დაესუფთავებინათ და სტადიონი ისე დაეტოვებინათ. ნაგავიც კი თავად საჩხერელებმა გადაყარეს. ალბათ, ბევრი გუნდი არ გააკეთებდა ამას, ვერც კი შეძლებდა ამაზე ფიქრს.

Sportall.Ge

სამწუხაროა, რომ საჩხერული გუნდი ევროპა ლიგის
გათამაშებას გამოეთიშა, თუმცა თავს ზევით ძალა არაა.

გუნდმა, რომელმაც თბილისში ვერაფრით გაგვაკვირვა, საკუთარ კედლებში საოცარი ფეხბურთი ითამაშა და შემდეგ ეტაპზეც გავიდა.

"ჩიხურა" კი ეროვნულ ლიგაზე გადაერთვება და შემდეგ შეხვედრას 11 აგვისტოს ბათუმის "დინამოსთან" გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 23 /
კარტული ფეხბურტის რეალობა ...ზაგრებმა მიგვაცმორა ხუტიტ ნოლი საცხერემ ეკვსიტ ერტი კიდე კაი მაგ ტურნირზე გაბალა და არარატია ტორემ მოგვეცრებოდა ტავი ფეინორდზე არაფერს ვამბობ რუსეტის პრემიერლიგის დონეა ერე დივიზიონი ,ცვენტვის გრანდია ...
Guruli
02 აგვისტო 2019 11:24
11
რუსეთის პრემიერ ლიგის დონეაო მაგით დააკნინე ? სამწუხარდოს რუსეთის პრემიერლიგამ დიდიხანია ჩამოიტოვა ერედივიზონი
Shota
02 აგვისტო 2019 13:46
4
კეთილშობილი საქციელია, მაგრამ ღირსება მანდ საკმაოდ ცოტაა, რადგან 5-0-ს რომ დამარცხდები, მანდ ბევრ ღირსებაზე ვერც იქნება ლაპარაკი.
rasa
02 აგვისტო 2019 16:05
5
რუსეთმა რა ერედივიზიონიც ჩამოიტოვა კარგად გამოჩნდა ტულის არსენალის ბაქოს ნეფთჩისთან გაპარჩაგებით.დდდ არ მითხრა ახლა სამაგიეროთ ზენიტი და ცსკა ჯობია აიაქსსო.დდ
Shota-ს
02 აგვისტო 2019 19:23
0
ისეთი თამაშები გველოდება სირცხვილზე გელაპარაკათ და არა ღირსებაზე აჯობებდა
შოკირებული გულშემატკივარი
02 აგვისტო 2019 16:15
0
Farerebis gundma dinamoStan tagebis shemdeg datkrialebuli datoves gasaxdeli Tbilishi. Chixuras kargi magaliti augia, kargia ragazas vstavlobt evropelebidan.
Nichieri
02 აგვისტო 2019 20:18
0
დამარცხდნენ, მაგრამ ღირსება არ დაუკარგავთ
შოკირებული გულშემატკივარი
02 აგვისტო 2019 16:13
1
რა გული უნდა გქონდეს 5:0 წააგო და მერე გასახდელი დაულაგო, ალბათ გულთან არც მიუტანიაათ წაგება…..
x.
02 აგვისტო 2019 18:09
3

სიახლეები პოპულარული