იოჰან ბოსკამპი: "ფეიენოორდს" "დინამოსთან" არ უნდა გაუჭირდეს, მაგრამ "ტრენჩინზეც" ეგრე ვამბობდი

AutoSharing Option
ჰოლანდიური გამოცემა fr-fans.nl თბილისის "დინამოსა" და "ფეიენოორდის" მომავალ დაპირისპირებაზე ცნობილი ფეხბურთელისა და მწვრთნელის, იოჰან ბოსკამპის კომენტარს აქვეყნებს.

"მე თბილისის "დინამოში" 6 თვე ვმუშაობდი და ეს საოცარი დრო იყო. იქ საოცარი ხალხი გახლდათ. როტერდამელებს ქართულ კლუბთან, წესით, არ უნდა გაუჭირდეთ, თუმცა იმავეს ვამბობდი "ტრენჩინზეც".

თბილისის "დინამო" საქართველოში ყველაზე დიდი კლუბია. ადრე ყველა კარგი ქართველი ფეხბურთელი თბილისში მიდიოდა სათამაშოდ, რადგან მერაბ ჟორდანიას ისინი ყველა მხარიდან მოჰყავდა", - თქვა ბოსკამპმა.

იოჰან ბოსკამპი თბილისის "დინამოს" და შემდეგ, საქართველოს ნაკრებს 1999 წელს წვრთნიდა. ხოლო რაც
შეეხება "ტრენჩინის" ისტორიას, შარშან "ფეიენოორდი" ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპიდან სწორედ ამ კლუბმა გამოაგდო. სლოვაკებმა სახლში 4:0 დაამარცხეს როტერდამელები, გასვლაზე კი ფრედ (1:1) ითამაშეს.

"ფეიენოორდსა" და თბილისის "დინამოს" შორის პირველი შეხვედრა 8 აგვისტოს, როტერდამში გაიმართება. თამაში თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ნუთუ ეს სიმართლეა? იკითხა გაოგნებულმა კლაუს ტოპმიოლერმა, როცა ნაკრების სადილზე შესულმა გაიგო, რომ ნახევარი გუნდი მარხვაზეა და ხორც-თევზეულს პირს არ დააკარებენ.
ჯორჯიან მენტალიტეტ დებილ! იყვირა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოჰან ბოსკამპმა 1999 წელს შკრებაზე, თამაშამდე ორი დღით ადრე...
ალექსანდრ შტელინი - ქართველები ბურთს და საკუთარ გუნდს ტანჯავენ. თქვენებური ფიზიკური მომზადება და საფეხბურთო სწავლება კი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.
ვიაჩესლავ გროზნი - თბილისის "დინამოს" ფეხბურთელები 60 წუთის შემდეგ ჩერდებიან. ისინი დამნაშავეები არ არიან, როცა ელემენტარულ შეცდომებს უშვებენ. მათ ასე ასწავლეს სკოლებში.
ვლადიმირ ვაისი: მოგება მეც მინდა, მაგრამ ასეთი ფიზიკური მომზადებით… ეს ყველა ფეხბურთელს ეხება…
სირბილის სწავლების ცენტრი
02 აგვისტო 2019 18:23
4
როგორც საბურთალო იყო უშანსოდ და დაახურდავა ზაგრების დინამომ, ისე თბილისის დინამო არის უშანსოდ. ორივე თამაშს წავაგებთ. ეს არის რეალობა. როცა ჩვენს ხალხს ისე იყვარება ფეხბურთი და ისე ივლის ეროვნული ლიგის თამაშებზე, როგორც ჰოლანდიაში დადიან, მაშინ შეიძლება რაღაც შანსი გაგვიჩნდეს...
ლუკა
02 აგვისტო 2019 18:31
16
მაგარი მწვრთნელი და მაგარი ადამიანი, მაგრამ ჩვენმა უტვინო ჟურნალისტებმა ატეხეს ამბავი და სხვებმაც დაუჭირეს მხარი.ეხლა გყავდეთ ვაისი თქე უცოდინრებო ფეხბურთის, ან სად ისწავლეთ ფეხბურთი ვიცოდე მაინც.
Azia
02 აგვისტო 2019 23:37
0
ტრენჩინის მაგალითზე უნდა მოვუგოთ
ka
02 აგვისტო 2019 17:45
5
ეს ცოცხალია?
ზორბეგი
02 აგვისტო 2019 17:34
4
ერთადერთი ისაა ჩვენს მხარეს,რომ სეზონი ეხლა იწყება იქ,დანარჩენი სამწუხაროდ... 20/80 ასე ვფიქრობ მე და ნეტა შევცდე,ძალიან მინდა.წარმატებები ბიჭებს.ბოლო-ბოლო თუ წააგებთ არც არავინ განგსჯით,ასე რომ ითამ აშეთ თავისუფლად
კახა ქ.
02 აგვისტო 2019 22:45
0
ზაგრების დინამო ფეიენორდზე უფრო ძლიერია. საბურთალოს არ ჰქონდა შანსი მაგრამ დინამოს აქვს. თან დინამო ფორმის პიკშია. ასე რომ მე ვიტყოდი 40/60 -ზე.
გუჯი
02 აგვისტო 2019 19:17
18
უსაფუძვლო ოპტიმიზმით დაბრმავებას, ჯობია მწარე რეალობას გავუსწოროთ თვალი. სასწაულების და ღმერთის იმედზე ჩვენი მტერი იყოს. მხოლოდ სწორი შრომით და მიზანმიმართული განვითარებით მოდის შედეგი.
ლუკა
02 აგვისტო 2019 20:36
3
რომან ფიფიას რომ მიუვიდეს "დინამოს" ყველა გულშემატკივარის "ლოცვა". ბოლო ხუთ წელიწადში რაც ფეხბურთელები გაყიდა ისინი ყოფილიყვნენ გუნდში და რაც ყველა მათგანში ერთად აიღო, იმას თითოეულში აიღებდა. ლიგაზეც გავიდოდნენ ჯგუფში და თავდაჯერებაც მოემატებოდათ გამოცდილებასთან ერთად.
ბოსკამპის ნათქვამი კი ბევრმა შეურაცხყოფად მიიღო.:)
emigranti
03 აგვისტო 2019 03:38
2
მართალია, თავისუფლად შეეძლო ზაგრების დინამოს სტატუსამდე აეყვანა გუნდი, მაგრამ აშკარად აზროვნებაში უჭირს ჩემი აზრით და შორს არის საფეხბურთო რეალობისგან, მარტო ბავშვების გაყიდვა გონია ქართული ფეხბურთის სამსახური, არადა დინამოს რომ სტატუს უკლავს და ზოგადად ქართულ ფეხბურთს ვერ ხვდება ან კიდია, ასე უმიზნოდ დატოვო ამხელა კლუბი ანომალიაა და შინაგანი კულტურის არ ქონა ან ვინ უთხრა რომ დინამოს ჯგუფში გასვლა თან ძირითადად ქართველი ფეხბურთელებით ქართულ ფეხბურთს იმდენ სიკეთეს არ მოუტანს რამდენსაც რანდერში, რაღაც გაუგებარ უნგრულ გუნდში ციურიხში ან მსგავს არაფრის მაქნის გუნდებში ფეხბურთელების გაყიდვაა.
niko
03 აგვისტო 2019 15:23
1
ერთადერთი ისაა ჩვენს მხარეს,რომ სეზონი ეხლა იწყება იქ,დანარჩენი სამწუხაროდ... 20/80 ასე ვფიქრობ მე და ნეტა შევცდე,ძალიან მინდა.წარმატებები ბიჭებს.ბოლო-ბოლო თუ წააგებთ არც არავინ განგსჯით,ასე რომ ითამ აშეთ თავისუფლად
კახა ქ.
02 აგვისტო 2019 22:44
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული