ჰოლანდიური გამოცემა fr-fans.nl თბილისის "დინამოსა" და "ფეიენოორდის" მომავალ დაპირისპირებაზე ცნობილი ფეხბურთელისა და მწვრთნელის, იოჰან ბოსკამპის კომენტარს აქვეყნებს.
"მე თბილისის "დინამოში" 6 თვე ვმუშაობდი და ეს საოცარი დრო იყო. იქ საოცარი ხალხი გახლდათ. როტერდამელებს ქართულ კლუბთან, წესით, არ უნდა გაუჭირდეთ, თუმცა იმავეს ვამბობდი "ტრენჩინზეც".
თბილისის "დინამო" საქართველოში ყველაზე დიდი კლუბია. ადრე ყველა კარგი ქართველი ფეხბურთელი თბილისში მიდიოდა სათამაშოდ, რადგან მერაბ ჟორდანიას ისინი ყველა მხარიდან მოჰყავდა", - თქვა ბოსკამპმა.
იოჰან ბოსკამპი თბილისის "დინამოს" და შემდეგ, საქართველოს ნაკრებს 1999 წელს წვრთნიდა. ხოლო რაც
შეეხება "ტრენჩინის" ისტორიას, შარშან "ფეიენოორდი" ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპიდან სწორედ ამ კლუბმა გამოაგდო. სლოვაკებმა სახლში 4:0 დაამარცხეს როტერდამელები, გასვლაზე კი ფრედ (1:1) ითამაშეს.
"ფეიენოორდსა" და თბილისის "დინამოს" შორის პირველი შეხვედრა 8 აგვისტოს, როტერდამში გაიმართება. თამაში თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.
ჯორჯიან მენტალიტეტ დებილ! იყვირა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოჰან ბოსკამპმა 1999 წელს შკრებაზე, თამაშამდე ორი დღით ადრე...
ალექსანდრ შტელინი - ქართველები ბურთს და საკუთარ გუნდს ტანჯავენ. თქვენებური ფიზიკური მომზადება და საფეხბურთო სწავლება კი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.
ვიაჩესლავ გროზნი - თბილისის "დინამოს" ფეხბურთელები 60 წუთის შემდეგ ჩერდებიან. ისინი დამნაშავეები არ არიან, როცა ელემენტარულ შეცდომებს უშვებენ. მათ ასე ასწავლეს სკოლებში.
ვლადიმირ ვაისი: მოგება მეც მინდა, მაგრამ ასეთი ფიზიკური მომზადებით… ეს ყველა ფეხბურთელს ეხება…