"ფეიენოორდის" ფანები პროგნოზებში ფრთხილობენ - ერთ-ერთმა 1981 წლის მატჩის ბილეთი გამოაქვეყნა

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამოსთან" მომავალმა დაპირისპირებამ "ფეიენოორდის"გულშემეტკივრებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

ერთ-ერთი ქომაგი, ჯოზი რუბენსკი საინტერესო მატჩს ელის, იხსენებს 38 წლის წინანდელ თამაშს და ბილეთის სურათსაც აქვეყნებს.

გთავაზობთ კიდევ რამდენიმე ფანის გამონათქვამს:

ჯიმი სტურუსი: "ახლახან ვუყურე მაგათ გუშინდელ თამაშს. მართლა საშიში გუნდია".

ტომას დობელარი:"ეს მატჩები ჩვენ ჯერ არ მოგვიგია, სწრაფი და საშიში მოწინააღმდეგეა. ყოველ შემთხვევაში, რაც ვნახე, ასეთია".

რონალდ გიბონი:"დიდი ამბები დატრიალდება, თუმცა უნდა ვუფრთხოდეთ".

ჯონ ბურგესი:"ვფიქრობ, გაგვიჭირდება, მაგრამ დაძაბულ ბრძოლაში გავიმარჯვებთ".

რის კლუიტი:"ნებისმიერ შემთხვევაში, ეს გუნდი საჩუქარი
ნამდვილად არ არის".

ჯონ დე ბრეიჰენი:"ძალიან კარგი გუნდია, ისევ კარგ მატჩებს ვიხილავთ".

"დინამოსა" და "ფეიენოორდის" პირველი შეხვედრა 8 აგვისტოს როტერდამში, განმეორებითი კი 15 აგვისტოს თბილისში გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 20 /
და კიდევ ერთს გავიხსენებ. დინამო რომ ჩაფრინდა როტერდამში, ქართველი ებრაელები დახვდნენ. მოიბოდიშეს, ვერაფერი ვერ გავაწყვეთო, იმ დონეზე ყავთ ნაყიდი მსაჯიო, თქვენი მოგება გმირობის ტოლფასი იქნებაო. აბა თქვენ იცითო. სამაგიეროთ, თუ ფინალში გახვალთ, 100%-იან გარანტიას გაძლევთ, რომ მსაჯობა მაქსიმალურად ობიექტური იქნებაო. შეიძლება ამ გაფრთხილებამ იმოქმედა ბიჭებზე კარგად. იცოდნენ რაც ხდებოდა და ვაჟკაცურად გაუძლეს ამ არაობიექტური მსაჯობის უდიდეს წნეხს. თორემ რომ გვახსენდება გრასჰოპერსთან თამაში, როგორ ვერ იკავებდნენ თავს და წითელი ბარათიც ავიკიდეთ... ფინალში კი მართლაც სანიმუშო მსაჯობა იყო. ეეეჰ... მაშინდელ დინამოს ობიექტური მსაჯობით მსოფლიოში ვერავინ ვერ მოუგებდა. რა გუნდი გვყავდა!!! აცხონის უფალმა ფარსადანოვიჩის სული, ამინ
alexandre
12:07 03-08-2019
2
ორი მატჩის ჯამში წავაგებთ სამწუხაროდ! შენგელია კი გვყავს,მაგრამ არა რამაზი ( მის სულს ვენაცვალე) .მახსოვს როტერდამში მისი ორი გოლი, რომელიც მსაჯმა ვიორერმა არ ჩათვალა. ესეთი არაობიექტური მსაჯობა არსად არ მინახავს, რაც მაშინ იყო. ამას არაობიექტურობაც არ ერქვა, რაღაც საშინელება იყო. არაუშავს რაც არის ეგაა, მთავარია იბრძოლონ და არ შეუშინდნენ. ჰოლანდიის მესამე გუნდია მაინც დღეს ფეინორდი. მიდით ბიჭებო.!
დავით 67
02:06 03-08-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული