"დინამოსთან" მატჩის წინ "ფეიენოორდმა" "სპარტასთან" ფრეს 95-ე წუთზე მიაღწია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
4 აგვისტოს, ჰოლანდიის ჩემპიონატის პირველ ტურში, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამოს" მეტოქემ, "ფეიენოორდმა" საკუთარ მოედანზე თანაქალაქელ "სპარტასთან" ფრეს (2:2) ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ მიაღწია, რომელიც ნიდერლანდური ფეხბურთის გრანდებს ნამდვილად არ მიეკუთვნება.

მასპინძლები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, ანგარიში კი შესვენების შემდეგ სტუმრებმა გახსნეს. ამის შემდეგ "ფეიენოორდის" მწვრთნელმა იაპ სტამმა შეცვლები განახორციელა, მოედანზე "სუონსიდან" გადაყვანილი ნარსინგი და ახლახან მწყობრში ჩამდგარი ლარსონი შეუშვა, შეტევები გააძლიერა და ბერგჰუისმა საპასუხო გოლი გაიტანა. თუმცა, მალე მეორე გოლი მიიღო საკუთარ კარში.

როდესაც ყველას ეგონა, "ფეიენოორდი"
დამარცხდებოდა, ლარსონმა მეტოქის კარი დალაშქრა და თავის გუნდს ქულა მოუპოვა.

ისიც აღსანიშნავია, რომ "ფეიენოორდმა" საკონტროლო მატჩები არადამაჯერებლად ჩაატარა.

"დინამოსა" და "ფეიენოორდის" პირველი შეხვედრა როტერდამში 8 აგვისტოს გაიმართება, საპასუხო კი - ერთი კვირის შემდეგ თბილისში.

როტერდამი. "დე კუიპი". 41 000 მაყურებელი
ფეიენოორდი - სპარტა 2:2
გოლები: 0:1 რაიჰი (49), 1:1 ბერგჰუისი (66), 1:2 ვედვიკი (74), ლარსონი (90+5)

ფეიენოორდი: ვერმეერი, ვან დერ ჰეიდენი, ბოტეგინი (ბანისი 88), ჰეპსი, ჯასტინი, ფერი, კოკჩუ, ბურგერი, ბერგჰუისი, ვენტე (ნარსინგი 64), სინისტერა (ლარსონი 62)

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
ბარემ ფეინორდზეც დაწერეთ რამდენი მილიონი ღირს
Grisha
19:07 04-08-2019
0
ფეინოორდის უკანა ხაზი ძალიან არა დამაჯერებლად გამოიყურება მეკარეც ბევრ შეცდომას უშვებს სხვა თამაშებიც ვნახე და თუ არ ინერვიულეს დინამოელებმა და ბავშვური შეცდომები არ დაუშვეს შანსი გვაქვს ნამდვილად ოღონდ გადასარევი დაცვა არც ჩვენ გვყავს მიუხედავად იმისა რომ 5 თამაშია გოლი არ გაგვიშვია მაინც არადამაჯერებლად გამოიყურება ჩვენი უკანა ხაზი
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული